arrow
arrow down
checkbox search
                                                                                                                                                                                                • ორნითოლოგია

                                                                                                                                                                                                Anhimidae - პალამედეასებრნი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'Anhimidae' (20.05.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ბატისნაირთა რიგის (Anseriformes ord.) ფრინველთა ოჯახი Anhimidae fam. დიდი ზომის, გრძელფეხება და მოკლენისკარტა ფრინველებია. გავრცელებული არიან სამხრეთ ამერიკის ტროპიკულ და სუბტროპიკულ ოლქებში. ცნობილია 2 გვარი და 3 სახეობა.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Anhimidae' (20.05.2025), A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020

                                                                                                                                                                                                ინგლისური სინონიმები

                                                                                                                                                                                                screamers

                                                                                                                                                                                                Anhingidae - ანჰინგისებრნი, გველფრინველასებრნი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'Anhingidae' (20.05.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'გველფრინველა', მირ. კუტუბიძე, ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია. თბილისი: მეცნიერება, 1973, გვ. 109
                                                                                                                                                                                                 

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                რეგვენასნაირთა რიგის (Suliformes ord.) ფრინველების ოჯახი Anhingidae fam. გრძელკისერა, ფეხაპკიანი წყლის ფრინველებია. ცნობილია ერთი გვარი (Anhinga) და 4 სახეობა.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Anhingidae' (20.05.2025), A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                ანჰინგისებრნი ბინადრობენ მდინარეებისა და ტბების ნაპირებზე. ბუდობენ ხეებსა და ბუჩქებზე.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                'ანჰინგისებრნი', ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. თბილისი: მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, ტ. 1, 1975, გვ. 506

                                                                                                                                                                                                ინგლისური სინონიმები

                                                                                                                                                                                                darters, snakebirds

                                                                                                                                                                                                anisodactilous - ანიზოდაქტილური

                                                                                                                                                                                                ზედსართავი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'anisodactilous' (20.05.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                რ. ჟორდანია, კერძო და გამოყენებითი ორნითოლოგია. თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2002, გვ. 295

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                სამი წინისკენ მიმართული და ერთი უკან მიმართული თითის მქონე (ითქმის უპირატესად ბეღურისნაირთა ფეხის შესახებ).

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'anisodactilous' (20.05.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                დაკავშირებული სიტყვები

                                                                                                                                                                                                Anodorhynchus - იაგუნდისფერი არა

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'Anodorhynchus' (20.05.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                თუთიყუშისებრთა ოჯახის (Psittacidae fam.) ფრინველთა გვარი Anodorhynchus gen. ცნობილია 3 სახეობა. გავრცელებული არიან სამხრეთ ამერიკაში.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Anodorhynchus' (20.05.2025), Encyclopedia of Parrots

                                                                                                                                                                                                Anser - ბატი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'Anser' (20.05.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                'ბატი', მირ. კუტუბიძე, ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია. თბილისი: მეცნიერება, 1973, გვ. 102

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                იხვისებრთა ოჯახის (Anatidae fam.) ფრინველთა გვარი Anser gen. დიდი ზომის, უმეტესად მტკნარი წყლის ფრინველებია. გავრცელებული არიან ჩრდილოეთ ნახევარსფეროში.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'goose' (20.05.2025), Encyclopedia Britannica. Chicago: Encyclopaedia Britannica, Inc.
                                                                                                                                                                                                სულ ნაპოვნია 712 ტერმინი