arrow
arrow down
checkbox search
                                                                                                                                                                                                • ორნითოლოგია

                                                                                                                                                                                                albatross - ალბატროსი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'albatross' (19.05.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                'albatross', ც. მენაბდე, ინგლისურ-რუსულ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: მეცნიერება, 1983, გვ. 16

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ალბატროსისებთა ოჯახის (Diomedeidae fam.) ფრინველების საერთო სახელწოდება. დიდი ზომის, გრძელფრთებიანი, ფეხაპკიანი ზღვის ფრინველებია.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'albatross' (19.05.2025), Merriam-Webster Dictionary. Springfield: Merriam-Webster, Inc.

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                ალბატროსების უმეტესობა სამხრეთ ნახევარსფეროში ბინადრობს, ისეთ კუნძულებზე, სადაც არასდროს უცხოვრიათ ძუძუმწოვრებს და, რაც მთავარია, ეს ადგილები მუდმივი ქარიშხლების ზონაა.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                ალბატროსის საიდუმლო (19.05.2025), კვირის პალიტრა

                                                                                                                                                                                                Alcedinidae - ალკუნისებრნი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'Alcedinidae' (19.05.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                'ალკუნისებრნი', მირ. კუტუბიძე, ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია. თბილისი: მეცნიერება, 1973, გვ. 99

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ყაპყაპისნაირთა რიგის (Coraciiformes ord.) ფრინველთა ოჯახი Alcedinidae fam. მცირე ზომის, მკვეთრად შეფერილი, გრძელნისკარტა ფრინველებია.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'ალკუნისებრნი', ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. თბილისი: მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, ტ. 1, 1975, გვ. 316

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                ალკუნისებრნი იკვებებიან პატარა თევზები|თევზებით და წყლის მწერებით, ტროპიკული სახეობები კი მღრღნელებითა და ქვეწარმავლებითაც.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                'ალკუნისებრნი', ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. თბილისი: მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, ტ. 1, 1975, გვ. 316

                                                                                                                                                                                                Alcidae - ალკასებრნი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'Alcidae' (19.05.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                'ალკასებრნი', მირ. კუტუბიძე, ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია. თბილისი: მეცნიერება, 1973, გვ. 98

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                მეჭვავიასნაირთა რიგის (Charadriiformes ord.) ფრინველთა ოჯახი Alcidae fam. შავ-თეთრი, მოკლეფრთიანი, ფეხაპკიანი წყალმცურავი ფრინველებია.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'Alcidae' (19.05.2025), A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020

                                                                                                                                                                                                ინგლისური სინონიმები

                                                                                                                                                                                                auks

                                                                                                                                                                                                altrices - ბარტყოვანი ფრინველები

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'altrices' (19.05.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                 

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ფრინველები, რომელთა მართვეები გამოჩეკის შემდეგ დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყებამდე განვითარების გარკვეულ პერიოდს გადიან.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'ბარტყოვანი ფრინველები', ა. ჯანაშვილი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. თბილისი: მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, ტ. 2, 1977, გვ. 218

                                                                                                                                                                                                დაკავშირებული სიტყვები

                                                                                                                                                                                                praecoces - წიწილოვანი ფრინველები

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'praecoces' (19.05.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ფრინველები, რომელთა მართვეებს თითქმის გამოჩეკისთანავე შეუძლიათ დამოუკიდებელი მოძრაობა (სიარული, სირბილი, ცურვა).

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'წიწილოვანი ფრინველები', რ. ჟორდანია, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. თბილისი: მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, ტ. 11, 1987, გვ. 335

                                                                                                                                                                                                დაკავშირებული სიტყვები

                                                                                                                                                                                                სულ ნაპოვნია 712 ტერმინი