arrow
arrow down
checkbox search
                                                                                                                                                                                                • გენეტიკა

                                                                                                                                                                                                phene - ფენი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'phene' (18.07.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი, ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ორგანიზმის ინდივიდუალური, გენეტიკურად განპირობებული ნიშან-თვისება; მაგ. თვალის ფერი, სიმაღლე, ქცევის მანერა და ა.შ.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'phene' (18.07.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი, ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                პოპულაციას აანალიზებენ არა უშუალოდ გენებისა და გენოტიპების, არამედ ფენოტიპების დისკრეტული ერთეულის - ფენის მიხედვით.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                'მიკროევოლუციის საფუძვლები' (18.07.2025), შათირიშვილი ა., ჭუჭლაშვილი ი., თსუ, თბილისის. უნივერსიტის გამომცემლობა, თბილისი, 2005, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა

                                                                                                                                                                                                phenocopy - ფენოასლი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'phenocopy' (18.07.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი, ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                არამემკვიდრული / გარემო პირობებით განპირობებული ნიშან-თვისება, რომელიც გენოტიპიდან გამოვლენილი ფენოტიპური ნიშან-თვისების მსგავსია; აგრ. ორგანიზმი, რომელსაც ასეთი ნიშან-თვისებები გააჩნია.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'phenocopy' (18.07.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი, ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                phenocritical period - ფენოკრიტიკული პერიოდი, ფენოკრიზი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'phenocritical period' (18.07.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი, ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                'ფენოკრიზი', ლაჩაშვილი ი., მოკლე ბიოლოგიური ლექსიკონი, „განათლება“, თბილისი, 1977, გვ. 345

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ორგანიზმის განვითარების პერიოდი, რომლის დროსაც გარემო პირობების ზემოქმედების შედეგად ხდება გენის ფენოტიპური გამოვლინება.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'phenocritical period' (18.07.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი, ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                phenodeme - ფენოდიმი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'phenodeme' (18.07.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი, ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                'ფენოდიმი', ლაჩაშვილი ი., მოკლე ბიოლოგიური ლექსიკონი, „განათლება“, თბილისი, 1977, გვ. 345

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                დემი, რომელიც სხვა დემისგან ფენოტიპურად განსხვავდება.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'phenodeme' (18.07.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი, ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                phenogenetics - ფენოგენეტიკა

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'phenogenetics' (18.07.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი, ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                'phenogenetics', მენაბდე ც., ინგლისური-რუსულ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი, მეცნიერება, თბილისი, 1983, გვ. 169
                                                                                                                                                                                                'ფენოგენეტიკა', ლაჩაშვილი ი., მოკლე ბიოლოგიური ლექსიკონი, „განათლება“, თბილისი, 1977, გვ. 345

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                გენეტიკის დარგი, რომელიც გენების ფენოტიპური გამოვლინების მექანიზმებს შეისწავლის.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'phenogenetics' (18.07.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი, ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                სულ ნაპოვნია 1169 ტერმინი