arrow
arrow down
checkbox search
                                                                                                                                                                                                • გენეტიკა

                                                                                                                                                                                                pentaploid - პენტაპლოიდი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'pentaploid I' (18.07.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი, ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ჰაპლოიდურთან შედარებით ქრომოსომათა ხუთმაგი რაოდენობის მქონე ორგანიზმი ან უჯრედი.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'pentaploid II' (18.07.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი, ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                pentaploid - პენტაპლოიდური

                                                                                                                                                                                                ზედსართავი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'pentaploid II' (18.07.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი, ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ჰაპლოიდურთან შედარებით ქრომოსომათა ხუთმაგი რაოდენობის მქონე (ითქმის უჯრედის ან ორგანიზმის შესახებ).

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'pentaploid II' (18.07.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი, ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                pericentric - პერიცენტრული

                                                                                                                                                                                                ზედსართავი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'pericentric' (18.07.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი, ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ქრომოსომის ცენტრომერს რომ მოიცავს, ქრომოსომის ორივე მხართან დაკავშირებული.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'pericentric' (18.07.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი, ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                საკვლევი ბიორეგულატორული პეპტიდები იწვევდნენ გენების აქტივაციას, პერიცენტრული სტრუქტურული ჰეტეროქრომატინის დეკონდენსაციას, რეპრესირებულ გენთა გამოთავისუფლებას ქრომოსომათა ევქრომატული უბნების ასაკთან დაკავშირებული კონდენსაციისაგან.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                'გენომის არასტაბილურობის შესწავლა ...' (18.07.2025), რუბანოვი ქ., ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, 2013, გვ. 22

                                                                                                                                                                                                permissive conditions - დამშვები პირობები

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'permissive conditions' (18.07.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                გარემო პირობები, მაგ. ტემპერატურა, რომლის დროსაც გარემო პირობებისადმი, მაგ. ტემპერატურისადმი მგრძნობიარე ორგანიზმის პირობითად ლეტალური მუტაცია ინარჩუნებს სიცოცხლისუნარიანობას და პირველადი ფენოტიპის წარმოქმნის უნარს.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'permissive conditions' (18.07.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                phene - ფენი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'phene' (18.07.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ორგანიზმის ინდივიდუალური, გენეტიკურად განპირობებული ნიშან-თვისება; მაგ. თვალის ფერი, სიმაღლე, ქცევის მანერა და ა.შ.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'phene' (18.07.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                პოპულაციას აანალიზებენ არა უშუალოდ გენებისა და გენოტიპების, არამედ ფენოტიპების დისკრეტული ერთეულის - ფენის მიხედვით.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                ა. შათირიშვილი, ი. ჭუჭლაშვილი, მიკროევოლუციის საფუძვლები. თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2005
                                                                                                                                                                                                სულ ნაპოვნია 1166 ტერმინი