arrow
arrow down
checkbox search

                                                                                                                                                                                                sematic - სემატური, გამაფრთხილებელი

                                                                                                                                                                                                ზედსართავი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'sematic' (21.11.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                მოსალოდნელი საფრთხის შესახებ რომ აფრთხილებს (უპირატ. ითქმის შხამიანი და მისთ. ცხოველის შეფერილობის შესახებ).

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'sematic' (21.11.2026), Merriam-Webster Dictionary. Springfield: Merriam-Webster, Inc.
                                                                                                                                                                                                'sematic' (21.11.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                გამაფრთხილებელი შეფერილობა ჩვეულებრივ ახასიათებთ ცხოველებს, რომლებსაც აქვთ მსუსხავი უჯრედები, შხამიანი ჯირკვლები და ეკლები, ძვლოვანი ჯავშანი, შხამიანი „ხორცი“ ან შხამიანი ლორწო, ან არასასიამოვნო სუნის სითხეს გამოყოფენ.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                'გამაფრთხილებელი შეფერილობა', ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. თბილისი: მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, ტ. 2, 1977, გვ. 649

                                                                                                                                                                                                tetanus - ტეტანუსი, გაშეშება

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'tetanus' (22.11.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                'tetanus', ც. მენაბდე, ინგლისური-რუსულ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: მეცნიერება, 1983, გვ. 241

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                მწვავე ინფექციური დაავადება.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'tetanus' (22.11.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                ტეტანუსის კრუნჩხვის შემთხვევაში, იმის მიხედვით თუ რა ხანგრძლივობისაა კრუნჩხვა და როგორი ინტერვალით მეორდება პაციენტს აღენიშნება სხეულის ფორმის ცვლილება,  ძლიერდება ზურგის კუნთების სპაზმი, ამ დროს ადამიანის სხეული რკალივით არის მოდრეკილი, საწოლს ეხება თავითა და ფეხებით, ქუსლებით.

                                                                                                                                                                                                დაკავშირებული სიტყვები

                                                                                                                                                                                                tetanic - ტეტანუსისა

                                                                                                                                                                                                ზედსართავი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'tetanic' (22.11.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ტეტანუსთან დაკავშირებული.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'tetanic' (22.11.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                დაკავშირებული სიტყვები

                                                                                                                                                                                                semicircular canals - ნახევარრკალოვანი არხები

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'semicircular canals' (21.11.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                შიგნითა ყურის ნაწილი, ადამიანისა და სხვ. ხერხემლიანთა წონასწორობის ორგანო.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'semicircular canals' (21.11.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                ნახევარრკალოვანი არხები სწორი, სამ პერპენდიკულარულ სიბრტყეში განლაგებული ვიწრო სავალებია. ზედა არხი - ფრონტალურ სიბრტყეში მდებარეობს, უკანა - საგიტალურში, გარეთა კი ჰორიზონტალურში.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: „ყური - სმენისა და წონასწორობის ორგანო“ (21.11.2026), ოჯახის მკურნალი

                                                                                                                                                                                                thermoregulation - თერმორეგულაცია

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'thermoregulation' (22.11.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                „თერმორეგულაცია“, ი. ლაჩაშვილი, მოკლე ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: განათლება, 1977, გვ. 138

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                სხეულის მიერ საკუთარი ტემპერატურის რეგულირება.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'thermoregulation' (22.11.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                თერმორეგულაცია ცხოველს ეხმარება, შეინარჩუნოს სხეულის ტემპერატურა ოპტიმალური დიაპაზონის ფარგლებში, რაც უჯრედებს ეფექტური ფუნქციონირების საშუალებას აძლევს, მაშინაც კი, როდესაც გარემოს ტემპერატურა მერყეობს.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                'thermoregulation' (22.11.2026), ნ. კემპბელი, ჯ. რისი, ბიოლოგია, თავი XL. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2009, ინგლისურ ქართული პარალელური კორპუსი
                                                                                                                                                                                                სულ დამატებულია 8459 ტერმინი