sematic - სემატური, გამაფრთხილებელი
ტერმინის წყარო:
'sematic' (21.11.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
განმარტება:
მოსალოდნელი საფრთხის შესახებ რომ აფრთხილებს (უპირატ. ითქმის შხამიანი და მისთ. ცხოველის შეფერილობის შესახებ).
განმარტების წყარო:
დაეფუძნა: 'sematic' (21.11.2026), Merriam-Webster Dictionary. Springfield: Merriam-Webster, Inc.
'sematic' (21.11.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
კონტექსტი:
გამაფრთხილებელი შეფერილობა ჩვეულებრივ ახასიათებთ ცხოველებს, რომლებსაც აქვთ მსუსხავი უჯრედები, შხამიანი ჯირკვლები და ეკლები, ძვლოვანი ჯავშანი, შხამიანი „ხორცი“ ან შხამიანი ლორწო, ან არასასიამოვნო სუნის სითხეს გამოყოფენ.
კონტექსტის წყარო:
'გამაფრთხილებელი შეფერილობა', ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. თბილისი: მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, ტ. 2, 1977, გვ. 649