budding - დაკვირტვა, დაკვირტვით გამრავლება
არსებითი სახელი
ტერმინის წყარო:
'budding' (19.07.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
განმარტება
უსქესო გამრავლების ფორმა, რომლის დროსაც ახალი ორგანიზმი ვითარდება მშობლიური ორგანიზმის სხეულზე ან უჯრედის მემბრანაზე, რა დროსაც გამოიზრდება კვირტისებრი წანაზარდი და შემდგომ გამოცალკევდება დამოუკიდებელი ცხოვრების დასაწყებად.
განმარტების წყარო:
დაეფუძნა: 'budding' (19.07.2026), A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020
კონტექსტი
გარემოს ხელსაყრელი პირობებისას ჰიდრა უსქესოდ (დაკვირტვით) მრავლდება. დაკვირტვით გამრავლების დროს ჰიდრას უჩნდება გამონაზარდი, რომელიც შემდგომში მშობელს გამოეყოფა და დამოუკიდებლად იწყებს ცხოვრებას.
კონტექსტის წყარო:
'budding' (19.07.2026), ნ. კემპბელი, ჯ. რისი, ბიოლოგია, თავი XXXIII. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2009, ინგლისურ ქართული პარალელური კორპუსი