arrow
arrow down
checkbox search

                                                                                                                                                                                                brood parasitism - ბუდობრივი პარაზიტიზმი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'brood parasitism' (19.07.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                პარაზიტიზმის ფორმა ზოგიერთ ცხოველში (მაგ., ფრინველებში გუგული, მეძროხე ტრუპიალი), როდესაც დედალი იმავე ან სხვა სახეობის ცხოველის ბუდეში დებს კვერცხებს, აჩეკინებს და აზრდევინებს თავის შთამომავლობას, ზოგჯერ მასპინძლის შთამომავლობის ხარჯზეც კი.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'brood parasitism' (19.07.2026), Dictionary.com
                                                                                                                                                                                                'brood parasite' (19.07.2026), A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                intraspecific brood parasitism შიგასახეობრივი ბუდობრივი პარაზიტიზმი
                                                                                                                                                                                                interspecific brood parasitism სახეობათშორისი ბუდობრივი პარაზიტიზმი

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                'brood parasitism' (19.07.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                chondrocyte - ქონდროციტი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'chondrocyte' (19.07.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ხრტილის უჯრედი.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'chondrocyte' (19.07.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                brood pouch - გამოსაჩეკი კამერა, გამოსაჩეკი პარკი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'brood pouch' (19.07.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                პარკი, რომელშიც ზოგიერთ ცხოველს (მაგ., კიბოებს, ნემსთევზასებრებს) გამოჰყავს კვერცხები.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'brood pouch' (19.07.2026), A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020

                                                                                                                                                                                                ინგლისური სინონიმები

                                                                                                                                                                                                ovisac

                                                                                                                                                                                                Bryozoa - ხავსელები, ხავსცხოველები, ბრიოზოები

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'Bryozoa' (19.07.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                'ხავსელები', ი. ელიავა, მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ჯისიაი, 2001, გვ. 240

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ცხოველების ტიპი Bryozoa phl. მცირე ზომის, ზღვის კოლონიური ცხოველებია. ბევრს აქვს კარგად განვითარებული კიროვანი ჩონჩხი. ენათესავებიან მხარფეხიანებს (Brachiopoda).

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Bryozoa' (19.07.2026), A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020

                                                                                                                                                                                                ინგლისური სინონიმები

                                                                                                                                                                                                moss animals

                                                                                                                                                                                                buccal incubation - ინკუბაცია პირის ღრუში

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'buccal incubation' (19.07.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ერთ-ერთი მშობლის მიერ პირში ქვირითის ინკუბირება ლიფსიტების გამოჩეკამდე. უპირატესად დამახასიათებელია თევზებისათვის.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'buccal incubation' (19.07.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                ინგლისური სინონიმები

                                                                                                                                                                                                mouthbrooding

                                                                                                                                                                                                დაკავშირებული სიტყვები

                                                                                                                                                                                                სულ დამატებულია 8077 ტერმინი