arrow
arrow down
checkbox search
                                                                                                                                                                                                • გენეტიკა

                                                                                                                                                                                                luxury genes - "ფუფუნების" გენები

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'luxury genes' (25.06.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ზოგიერთი ტიპის უჯრედთათვის დამახასიათებელ სპეციალიზებულ ფუნქციათა განხორციელების უზრუნველმყოფელი გენები; მაგ. ჰემოგლობინის გენები ერითროციტებში, იმუნოგლობულინის გენები პლაზმურ უჯრედებში და სხვ.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'luxury genes' (25.06.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                C-დისკებში ლოკალიზებულია ქსოვილსპეციფიკური გენები „ფუფუნების“ გენები და განმეორებადი ნუკლეოტიდური თანამიმდევრობანი.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                თ. ლეჟავა,  უჯრედის გენეტიკა. თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2004, გვ. 229

                                                                                                                                                                                                დაკავშირებული სიტყვები

                                                                                                                                                                                                H strand - H-ჯაჭვი, მძიმე ჯაჭვი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'H strand' (25.06.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                დნმ-ის მოლეკულის ჯაჭვი; განსაკ. ძუძუმწოვრების მიტოქონდრიულ დნმ-ში.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'H strand' (25.06.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                უფრო ზუსტად, ასეთ მოლეკულას შეესაბამება გლიკოპროტეინი, რომელშიც შედის, სულ მცირე, ორი მძიმე (H) ჯაჭვი და ორი მსუბუქი (L) ჯაჭვი, რომლებიც ურთიერთდაკავშირებულია დისულფიდური ბმებით.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                მონოკლონური ანტისხეულის ანტაგონისტური აქტივობის მოდულაციის ხერხი" (25.06.2025), საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი საქპატენტი, 2009

                                                                                                                                                                                                ინგლისური სინონიმები

                                                                                                                                                                                                heavy strand

                                                                                                                                                                                                Human Genome Project - პროექტი "ადამიანის გენომი"

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'Human Genome Project' (25.06.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი პროექტი, რომლის მიზანიც ადამიანის გენომის გაშიფვრა იყო და რომელიც წარმატებით დასრულდა 2003 წელს.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'Human Genome Project' (25.06.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                პრესამ და მსოფლიო ლიდერებმა აღიარეს ადამიანის გენომის პროექტი, როგორც ყველა დროის უდიდესი მეცნიერული მიღწევა.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                'Human Genome Project' (25.06.2025), ნ. კემპბელი, ჯ. რისი, ბიოლოგია, თავი I. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2009, ინგლისურ ქართული პარალელური კორპუსი

                                                                                                                                                                                                ინგლისური სინონიმები

                                                                                                                                                                                                HGP

                                                                                                                                                                                                hybrid-arrested translation - ჰიბრიდის მიერ დათრგუნვილი ტრანსლაცია

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'hybrid-arrested translation' (25.06.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                გარკვეული მ-რნმ-ების მიმართ კომპლემენტარული რეკომბინაციული დნმ-ების იდენტიფიკაციის მეთოდი, რომელიც ეფუძნება ერთჯაჭვიანი დნმ-ის უნარს, დათრგუნოს ტრანსლაცია მ-რნმ-სთან ჰიბრიდიზაციის შედეგად.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'hybrid-arrested translation' (25.06.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                hybrid cell - ჰიბრიდული უჯრედი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'hybrid cell' (25.06.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ორი სხვადასხვა სახეობის ინდივიდის უჯრედთა შერწყმის შედეგად წარმოქმნილი უჯრედი, რომელშიც ქრომოსომები ერთ დიდ ბირთვშია თავმოყრილი.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'hybrid cell' (25.06.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                სულ ნაპოვნია 1166 ტერმინი