arrow
arrow down
checkbox search
                                                                                                                                                                                                • გენეტიკა

                                                                                                                                                                                                homozygosity - ჰომოზიგოტურობა

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'homozygosity' (25.06.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                'ჰომოზიგოტურობა', ი. ლაჩაშვილი, მოკლე ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: განათლება, 1977, გვ. 421

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                გენის მოცემულ ლოკუსზე ორი იდენტური ალელის ქონა.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'homozygosity' (25.06.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                ამიტომ ქალებში გენის ჰეტეროზიგოტურობა (ავტოსომებში ლოკალიზაციისას) არ განაპირობებს გამელოტებას, ხოლო ამ გენის ჰომოზიგოტურობა ქალებში გამელოტების ნიშანს გამოხატავს გაცილებით ნაკლები ინტენსიურობით, ვიდრე ჰეტეროზიგოტურ მამაკაცებში.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                თ. ლეჟავა, უჯრედის გენეტიკა. თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2004, გვ. 234

                                                                                                                                                                                                დაკავშირებული სიტყვები

                                                                                                                                                                                                horizontal gene transfer - გენების ჰორიზონტალური გადატანა

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'horizontal gene transfer' (25.06.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                გენეტიკური ინფორმაციის გადაცემა ერთდროულად არსებული ერთი ორგანიზმის მიერ მეორისათვის, და არა მშობლის მიერ შთამომავლისთვის.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'horizontal gene transfer' (25.06.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                გენების ჰორიზონტალური გადატანა პათოგენური ბაქტერიების გრძელვადიანი ევოლუციის ძირითადი მამოძრავებელი ძალაა. 

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                'horizontal gene transfer' (25.06.2025), ნ. კემპბელი, ბიოლოგია, თავი XXVII.თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა,  2009, ინგლისურ ქართული პარალელური კორპუსი

                                                                                                                                                                                                ინგლისური სინონიმები

                                                                                                                                                                                                lateral gene transfer, horizontal transmission, HGT

                                                                                                                                                                                                დაკავშირებული სიტყვები

                                                                                                                                                                                                vertical transmission - ვერტიკალური ტრანსმისია

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'vertical transmission' (25.06.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                შთამომავლობისათვის გენეტიკური ინფორმაციის მემკვიდრეობით გადაცემა.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'vertical transmission' (25.06.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                ვირუსული ინფექციების გადატანის მეორე გზა არის ვერტიკალური ტრანსმისია, რომლის დროსაც მცენარეს ვირუსული ინფექცია მემკვიდრეობით გადაეცემა მშობლისაგან.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                'vertical transmission' (25.06.2025), ნ.კემპბელი, ჯ. რისი, ბიოლოგია, თავი XVIII. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა,  2009, ინგლისურ ქართული პარალელური კორპუსი

                                                                                                                                                                                                დაკავშირებული სიტყვები

                                                                                                                                                                                                hotspot - ცხელი წერტილი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'hotspot' (25.06.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                გენის ან ქრომოსომის მონაკვეთი, რომელზეც სპონტანური მუტაციების ან რეკომბინაციების სიხშირე მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'hotspot' (25.06.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                housekeeping genes - "საოჯახო მეურნეობის" გენები, "დიასახლისი" გენები

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'housekeeping genes' (25.06.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ყველა ტიპის უჯრედთათვის დამახასიათებელ ფუნქციათა განხორციელების უზრუნველმყოფელი კონსტიტუციური გენები; მაგ. გენები, რომლებიც ტრიკარბონმჟავების ციკლისა და გლიკოლიზის ფერმენტებს აკოდირებენ.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'housekeeping genes' (25.06.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                R-დისკებში ლოკალიზებულია ე.წ. „საოჯახო მეურნეობის“ (ზოგადუჯრედული) გენები და Alu განმეორებადობები;

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                თ. ლეჟავა,  უჯრედის გენეტიკა. თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2004, გვ. 229

                                                                                                                                                                                                დაკავშირებული სიტყვები

                                                                                                                                                                                                სულ ნაპოვნია 1166 ტერმინი