Prunellidae - ჭვინტაკასებრნი
არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი'ჭვინტაკასებრნი', მირ. კუტუბიძე, ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია. თბილისი: მეცნიერება, 1973, გვ. 176
განმარტება
ბეღურასნაირთა რიგის (Passeriformes ord.) ფრინველთა ოჯახი Prunellidae fam. შედის ერთი გვარი (Prunella). ძირითადად ყავისფერი შეფერილობის არიან, აქვთ ნაცრისფერი ქვედა ნაწილი, ზოგს წაბლისფერი გვერდები, წვრილი, წაწვეტებული ნისკარტი. გვხვდებიან კლდოვან მდელოებზე, ბუჩქნარებსა და ტყეებში. იკვებებიან თესლითა და მწერებით. გავრცელებული არიან ევროპასა და აზიაში.