Psophiidae - მებუკე წეროები

არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი

ტერმინის წყარო:

'Psophiidae' (21.10.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
'წეროები მებუკე', მირ. კუტუბიძე, ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია. თბილისი: მეცნიერება, 1973, გვ. 172

განმარტება:

წეროსნაირთა რიგის (Gruiformes ord.) ფრინველთა ოჯახი Psophiidae fam. მასში ერთი გვარია (Psophia). აქვთ მოკლე, ძლიერი ნისკარტი, გრძელი კისერი, მომრგვალებული ფრთები, მოკლე კუდი და გრძელი ფეხები. ძირითადად შავები არიან, იისფერი ელფერით კისერზე. მიწის ფრინველები არიან, იშვიათად ფრენენ. ბინადრობენ ტყეებში. იკვებებიან მწერებით და მცენარეული საკვებით. გავრცელებული არიან სამხრეთ ამერიკაში.

განმარტების წყარო:

დაეფუძნა: 'Psophiidae', A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020

უკან დაბრუნება