opening balances - საწყისი ნაშთები
არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვიგანმარტება
იმ ანგარიშების ნაშთები, რომლებიც არსებობდა საანგარიშგებო პერიოდის დასაწყისში. საწყისი ნაშთები ეყრდნობა წინა პერიოდის საბოლოო ნაშთებს და ასახავს წინა პერიოდების სამეურნეო ოპერაციებისა და მოვლენების და წინა პერიოდში გამოყენებული სააღრიცხვო პოლიტიკის შედეგებს. საწყისი ნაშთები ასევე მოიცავს საანგარიშგებო პერიოდის დასაწყისში არსებულ ისეთ საკითხებს, რომელთა გამჟღავნებაც მოითხოვება ფინანსური ანგარიშგების შენიშვნებში, როგორიცაა, მაგალითად, პირობითი და სახელშეკრულებო ვალდებულებები.
კონტექსტი
ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული თანხების გარდა, საწყისი ნაშთები მოიცავს საანგარიშგებო პერიოდის დასაწყისში არსებულ გარკვეულ საკითხებს, რომელთა გამჟღავნებაც მოითხოვება ფინანსური ანგარიშგების შენიშვნებში, როგორიცაა, მაგალითად პირობითი და სახელშეკრულებო ვალდებულებები.