opening balances - საწყისი ნაშთები

არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი

ტერმინის წყარო:

'საწყისი ნაშთები' (23.04.2025) აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო, ტერმინების გლოსარი, ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020, გვ. 50

განმარტება:

იმ ანგარიშების ნაშთები, რომლებიც არსებობდა საანგარიშგებო პერიოდის დასაწყისში. საწყისი ნაშთები ეყრდნობა წინა პერიოდის საბოლოო ნაშთებს და ასახავს წინა პერიოდების სამეურნეო ოპერაციებისა და მოვლენების და წინა პერიოდში გამოყენებული სააღრიცხვო პოლიტიკის შედეგებს. საწყისი ნაშთები ასევე მოიცავს საანგარიშგებო პერიოდის დასაწყისში არსებულ ისეთ საკითხებს, რომელთა გამჟღავნებაც მოითხოვება ფინანსური ანგარიშგების შენიშვნებში, როგორიცაა, მაგალითად, პირობითი და სახელშეკრულებო ვალდებულებები.

განმარტების წყარო:

'საწყისი ნაშთები' (23.04.2025) აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო, ტერმინების გლოსარი, ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020, გვ. 50

კონტექსტი:

ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული თანხების გარდა, საწყისი ნაშთები მოიცავს საანგარიშგებო პერიოდის დასაწყისში არსებულ გარკვეულ საკითხებს, რომელთა გამჟღავნებაც მოითხოვება ფინანსური ანგარიშგების შენიშვნებში, როგორიცაა, მაგალითად პირობითი და სახელშეკრულებო ვალდებულებები.

კონტექსტის წყარო:

აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო. ასს 510, პირველი აუდიტის გარიგება - საწყისი ნაშთები, ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020, გვ. 669

უკან დაბრუნება