arrow
arrow down
checkbox search

                                                                                                                                                                                                Camelidae - აქლემისებრნი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'Camelidae' (21.05.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                'ბრჭყალებიანი მაიმუნები', ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. თბილისი: მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, ტ. 2, 1977, გვ. 38

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                წყვილჩლიქოსანთა რიგის (Artiodactyla ord.) ძუძუმწოვართა ოჯახი Camelidae fam. აერთიანებს აქლემებს და მათ ნათესავებს (ლამა, ჰუანაკო, ვიკუნია).

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Camelidae' (21.05.2026), A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020

                                                                                                                                                                                                Canidae - ძაღლისებრნი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'Canidae' (21.05.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                'ძაღლისებრნი', ა. ჯანაშვილი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. თბილისი: მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, ტ. 11, 1987, გვ. 265

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                მტაცებლების რიგის (Carnivora ord.) ძუძუმწოვარ ცხოველთა ოჯახი Canidae fam. აერთიანებს ძაღლის ნათესავებს (მგლებს, ტურებს, მელებს).

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Canidae' (21.05.2026), A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                ძაღლისებრთა ოჯახი უფრო კონსერვატიულია ევოლუციაში და ნაკლებად გამოკვეთილია მისი მორფოლოგიური თვისებები, ვიდრე კატისებრთა ოჯახში, მაგალითად ხმალკბილა ვეფხვში.

                                                                                                                                                                                                Caniformia - ძაღლისნაირნი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'Caniformia' (21.05.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ზოგიერთი კლასიფიკაციით, მტაცებლების რიგის (Carnivora ord.) ქვერიგი Caniformia subord., რომელიც აერთიანებს ძაღლისებრებს, დათვებს, ენოტებს, კვერნისებრებს და აგრეთვე ფარფლფეხიანებს.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Caniformia' (21.05.2026), A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020

                                                                                                                                                                                                Canis - ძაღლი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'Canis' (21.05.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                'ძაღლი', ა. ჯანაშვილი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. თბილისი: მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, ტ. 11, 1987, გვ. 264

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ძაღლისებრთა ოჯახის (Canidae fam.) მტაცებელ ძუძუმწოვართა გვარი Canis gen., რომელშიც შედის შინაური ძაღლი, ტურა და მგლის რამდენიმე სახეობა.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Canis' (21.05.2026), Merriam-Webster Dictionary. Springfield: Merriam-Webster, Inc.

                                                                                                                                                                                                Capreolus - შველი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'Capreolus' (21.05.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                'შველი', რ. ავალიანი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. თბილისი: მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, ტ. 10, 1986, გვ. 735

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ირმისებრთა ოჯახის (Cervidae fam.) წყვილჩლიქოსან ძუძუმწოვართა გვარი Capreolus gen.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'roe deer' (21.05.2026), Encyclopedia Britannica. Chicago: Encyclopaedia Britannica, Inc.

                                                                                                                                                                                                ინგლისური სინონიმები

                                                                                                                                                                                                roe deer
                                                                                                                                                                                                სულ დამატებულია 6275 ტერმინი