arrow
arrow down
checkbox search

                                                                                                                                                                                                African buffalo - აფრიკული კამეჩი, კაფრული კამეჩი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'buffalo' (21.05.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ძროხისებრთა ოჯახის (Bovidae fam.) წყვილჩლიქოსანი ძუძუმწოვარი Syncerus caffer.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'African Buffalo' (21.05.2026), The IUCN Red List of Threatened Species. Cambridge: International Union for Conservation of Nature

                                                                                                                                                                                                Caenolestidae - ცენოლესტისებრნი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'Caenolestidae' (21.05.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                'ცენოლესტისებრნი', ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. თბილისი: მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, ტ. 11, 1987, გვ. 195

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ჩანთოსნების ინფრაკლასის (Marsupialia infcls.) ძუძუმწოვართა ოჯახი Caenolestidae fam. გავრცელებული არიან სამხრეთ ამერიკის ანდებში.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Caenolestidae' (21.05.2026), A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020

                                                                                                                                                                                                calcar - დეზი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'calcar' (21.05.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ღამურების უკანა კიდურის კოჭის მოგრძო ხრტილოვანი წანაზარდი, რომელზედაც ბარძაყთშორისი აპკია დამაგრებული.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'calcar' (21.05.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                ინგლისური სინონიმები

                                                                                                                                                                                                calcaneum

                                                                                                                                                                                                Callitrichidae - ბრჭყალებიანი მაიმუნები, მოთამაშე მაიმუნები

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'Caenolestidae' (21.05.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                'ბრჭყალებიანი მაიმუნები', ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. თბილისი: მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, ტ. 2, 1977, გვ. 545–546

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                პრიმატების რიგის (Primates ord.) მაიმუნების ოჯახი Callitrichidae fam. გავრცელებული არიან სამხრეთ ამერიკის ტროპიკულ ტყეებში.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Callitrichidae' (21.05.2026), A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020

                                                                                                                                                                                                camel - აქლემი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'camel' (21.05.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                'ბრჭყალებიანი მაიმუნები', ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. თბილისი: მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, ტ. 2, 1977, გვ. 37–38

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                აქლემისებრთა ოჯახის (Camelidae fam.) წყვილჩლიქოსან ძუძუმწოვართა გვარი Camelus gen. მოიცავს სამ სახეობას: ერთკუზიანი აქლემი (Camelus dromedarius), ორკუზიანი აქლემი (Camelus bactrianus) და გარეული ორკუზიანი აქლემი (Camelus ferus).

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'camel' (21.05.2026), L. Herbison, G. W. Frame, Encyclopedia Britannica. Chicago: Encyclopaedia Britannica, Inc.

                                                                                                                                                                                                ინგლისური სინონიმები

                                                                                                                                                                                                Camelus
                                                                                                                                                                                                სულ დამატებულია 6275 ტერმინი