arrow
arrow down
checkbox search

                                                                                                                                                                                                component - კომპონენტი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'component' (28.04.2025), ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების ტერმინოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                სუბიექტი ან სამეურნეო საქმიანობა, რომლის შესახებაც ჯგუფის ან კომპონენტის ხელმძღვანელობა ამზადებს ფინანსურ ინფორმაციას, რომელიც ჯგუფის ფინანსურ ანგარიშგებაში უნდა აისახოს.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'კომპონენტი', აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო, ტერმინების გლოსარი. თბილისი: ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020, გვ. 34

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                კონტროლის პროცედურები სუბიექტის შიდა კონტროლის სისტემის კომპონენტებშია ინტეგრირებული.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო, ასს 315 (გადასინჯული 2019 წელს), არსებითი უზუსტობის რისკების გამოვლენა და შეფასება (28.04.2025). თბილისი: ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020, გვ. 1601

                                                                                                                                                                                                component auditor - კომპონენტის აუდიტორი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'component auditor' (28.04.2025), ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების ტერმინოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020   

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                აუდიტორი, რომელიც ჯგუფის აუდიტის გარიგების გუნდის მოთხოვნით მუშაობს კომპონენტის ფინანსურ ინფორმაციაზე, რომელიც დაკავშირებულია ჯგუფის აუდიტთან.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'კომპონენტის აუდიტორი', აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო, ტერმინების გლოსარი. თბილისი: ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020, გვ. 34

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                მომსახურების პროვაიდერები მოიცავს ისეთი ფირმებიდან მოწვეულ კომპონენტის აუდიტორებს, რომლებიც არ განეკუთვნებიან მოცემული ფირმის ქსელს.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო, ხმსს 1, ხარისხის მართვა ფირმებისთვის, რომლებიც ასრულებენ ფინანსური ანგარიშგების აუდიტს, ან მიმოხილვას, ან სხვა სახის მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების გარიგებებს (28.04.2025). თბილისი: ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020, გვ. 1961  

                                                                                                                                                                                                component management - კომპონენტის ხელმძღვანელობა

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'component management' (28.04.2025), ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების ტერმინოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020  

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ხელმძღვანელობა, რომელიც პასუხისმგებელია კომპონენტის ფინანსური ინფორმაციის მომზადებაზე.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'კომპონენტის ხელმძღვანელობა', აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო, ტერმინების გლოსარი. თბილისი: ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020, გვ. 35

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                თუ ჯგუფის ხელმძღვანელობა უარს იტყვის აღნიშნული საკითხის შესახებ კომპონენტის ხელმძღვანელობის ინფორმირებაზე, ჯგუფის აუდიტის გარიგების გუნდმა ეს საკითხი უნდა განიხილოს ჯგუფის მეთვალყურეობაზე პასუხისმგებელ პირებთან.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო, ასს 600, სპეციფიკური საკითხები – ჯგუფის ფინანსური ანგარიშგების აუდიტი (კომპონენტის აუდიტორის სამუშაოს ჩათვლით) (28.04.2025). თბილისი: ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020, გვ. 975

                                                                                                                                                                                                component materiality - კომპონენტის არსებითობა

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'component materiality' (28.04.2025), ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების ტერმინოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                არსებითობის დონე, რომელსაც კომპონენტისათვის განსაზღვრავს ჯგუფის აუდიტის გუნდი.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'კომპონენტის არსებითობა', აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო, ტერმინების გლოსარი. თბილისი: ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020, გვ. 35

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                კომპონენტის არსებითობა გამოიყენება, როდესაც დგინდება კომპონენტის აუდიტის სტრატეგია.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო, ასს 600, სპეციფიკური საკითხები – ჯგუფის ფინანსური ანგარიშგების აუდიტი (კომპონენტის აუდიტორის სამუშაოს ჩათვლით) (28.04.2025). თბილისი: ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020, გვ. 994

                                                                                                                                                                                                computer-assisted audit technique - კომპიუტერული აუდიტის ტექნიკა

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'computer-assisted audit techniques' (28.04.2025), ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების ტერმინოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020 

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                აუდიტორული პროცედურების ჩატარება კომპიუტერის, როგორც აუდიტის ინსტრუმენტის, გამოყენებით.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'კომპიუტერული აუდიტის ტექნიკა', აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო, ტერმინების გლოსარი. თბილისი: ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020, გვ. 35

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                კომპიუტერული აუდიტის ტექნიკა შეიძლება გამოდგეს ამონაგების ან ოპერაციების არაორდინარული ან მოულოდნელი თანაფარდობების დასადგენად.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო, ასს 240, აუდიტორის პასუხისმგებლობა ფინანსური ანგარიშგების აუდიტში თაღლითობასთან დაკავშირებით (28.04.2025). თბილისი: ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020, გვ. 302
                                                                                                                                                                                                სულ დამატებულია 7596 ტერმინი