arrow
arrow down
checkbox search

                                                                                                                                                                                                audit evidence - აუდიტის მტკიცებულება

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'audit evidence' (24.04.2025), ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების ტერმინოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ყველანაირი ინფორმაცია, რომელსაც აუდიტორი იყენებს დასკვნების გამოსატანად, რომელსაც ეყრდნობა მისი აუდიტორული მოსაზრება. აუდიტის მტკიცებულება მოიცავს ბუღალტრულ ჩანაწერებში ასახულ ინფორმაციას, რომლებიც საფუძვლად უდევს ფინანსურ ანგარიშგებას, აგრეთვე სხვა წყაროებიდან მოპოვებულ ინფორმაციასაც.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'აუდიტის მტკიცებულება', აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო, ტერმინების გლოსარი. თბილისი: ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020, გვ. 22

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                აუდიტორი დასაბუთებულ რწმუნებას მოიპოვებს საკმარისი და შესაფერისი აუდიტის მტკიცებულებების შეკრებით, რათა აუდიტორული რისკი შეამციროს მისაღებად დაბალ დონემდე.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო, ასს 320, არსებითობა აუდიტის დაგეგმვისა და ჩატარების დროს (24.04.2025). თბილისი: ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020, გვ. 507

                                                                                                                                                                                                audit file - აუდიტის ფაილი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'audit file' (24.04.2025), ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების ტერმინოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ერთი ან მეტი საქაღალდე, ან სხვა ფიზიკური ან ელექტრონული ფორმის ინფორმაციის მატარებელი, რომელიც შეიცავს ჩანაწერებს (აუდიტის დოკუმენტაციას) ამა თუ იმ კონკრეტული გარიგების შესახებ. 

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'აუდიტის ფაილი', აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო, ტერმინების გლოსარი. თბილისი: ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020, გვ. 21

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                აუდიტორმა აუდიტის დოკუმენტაცია უნდა შეკრიბოს აუდიტის ერთ ფაილში და დროულად დაასრულოს აუდიტის საბოლოო ფაილის დაკომპლექტების ადმინისტრაციული პროცესი აუდიტორის დასკვნის თარიღის შემდეგ.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო, ასს 230, აუდიტის დოკუმენტაცია (24.04.2025). თბილისი: ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020, გვ. 228

                                                                                                                                                                                                audit firm - აუდიტორული ფირმა

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'audit firm' (24.04.2025), ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების ტერმინოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ინდივიდუალური პრაქტიკოსი, ამხანაგობა, კორპორაცია ან ინდივიდუალური პრაქტიკოსების სხვა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ერთეული.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'ფირმა', აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო, ტერმინების გლოსარი. თბილისი: ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020, გვ. 55

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                ხარისხის კონტროლის სისტემებზე, პოლიტიკასა და პროცედურებზე პასუხისმგებელია აუდიტორული ფირმა.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო, ასს 220, ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ხარისხის კონტროლი (24.04.2025). თბილისი: ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020, გვ. 197

                                                                                                                                                                                                audit risk - აუდიტორული რისკი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'audit risk' (24.04.2025), ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების ტერმინოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                რისკი იმისა, რომ აუდიტორი გამოთქვამს არაადეკვატურ აუდიტორულ მოსაზრებას იმ დროს, როდესაც ფინანსური ანგარიშგება შეიცავს არსებით უზუსტობას. აუდიტორული რისკი წარმოადგენს არსებითი უზუსტობის რისკისა და შეუმჩნევლობის რისკის ფუნქციას.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'აუდიტორული რისკი', აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო, ტერმინების გლოსარი. თბილისი: ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020, გვ. 22

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                აუდიტორი არსებითობასა და აუდიტორულ რისკს ითვალისწინებს მთელი აუდიტის განმავლობაში.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო, ასს 320, არსებითობა აუდიტის დაგეგმვისა და ჩატარების დროს (24.04.2025). თბილისი: ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020, გვ. 507

                                                                                                                                                                                                audit sampling - აუდიტორული შერჩევა

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'audit sampling' (24.04.2025), ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების ტერმინოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                აუდიტის პროცედურების გამოყენება მოცემულ გენერალურ ერთობლიობაში შემავალი მუხლების 100%-ზე ნაკლები მუხლების მიმართ, ისე რომ ყველა შესარჩევ მუხლს ჰქონდეს ერთნაირი შერჩევის შანსი, რათა აუდიტორმა მიიღოს დასაბუთებული საფუძველი იმისათვის, რომ ჩამოაყალიბოს დასკვნა იმ გენერალური ერთობლიობისთვის, საიდანაც შეარჩია შერჩევითი ერთობლიობა.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'აუდიტორული შერჩევა', აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო, ტერმინების გლოსარი. თბილისი: ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020, გვ. 22

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                წინამდებარე აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი (ასს) გამოიყენება, როდესაც აუდიტორი გადაწყვეტს აუდიტის პროცედურების ჩატარებისას აუდიტორული შერჩევის გამოყენებას.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო, ასს 530, აუდიტორული შერჩევა (24.04.2025). თბილისი: ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020, გვ. 700
                                                                                                                                                                                                სულ დამატებულია 7095 ტერმინი