arrow
arrow down
checkbox search
                                                                                                                                                                                                • ციტოლოგია

                                                                                                                                                                                                stem cells - ღეროვანი უჯრედები

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'stem cells' (06.09.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                შეუზღუდავი დაყოფისა და რამდენიმე სხვადასხვა ტიპის უჯრედების წარმოქმნის უნარის მქონე არადიფერენცირებული ცხოველური ან მცენარეული უჯრედები.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'stem cells' (06.09.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                მაგალითად, ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედები აძლევენ საწყისს სისხლის უჯრედების სხვადასხვა ტიპებს, და ინტესტინალურ (ნაწლავურ) კედლებში ისინი რეგენერირებენ სხვადასხვა უჯრედებად და ქმნიან ინტესტინალურ შიდა ამომფენ გარსს.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                'stem cells' (06.09.2026), ნ. კემპბელი, ჯ. რისი, ბიოლოგია, თავი XXI. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2009, ინგლისურ ქართული პარალელური კორპუსი

                                                                                                                                                                                                stroma - სტრომა

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი, (plural) stromata
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'stroma' (05.07.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                „სტრომა“, ი. ლაჩაშვილი, მოკლე ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: განათლება, 1977, გვ. 323

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ქლოროპლასტის ან მიტოქონდრიის ცილოვანი მატრიქსი.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'stroma' (05.07.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                ორი მემბრანისგან შემდგარი გარსი სტრომას – ქლოროპლასტის შიგნით არსებულ მკვრივ სითხეს – შემოსაზღვრავს.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                'stroma' (06.09.2026), ნ. კემპბელი, ჯ. რისი, ბიოლოგია, თავი X. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2009, ინგლისურ ქართული პარალელური კორპუსი

                                                                                                                                                                                                stromal cells - სტრომული უჯრედები

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'stromal cells' (06.09.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                შემაერთებელქსოვილოვანი ბუნების უჯრედები; მაგ. ფიბრობლასტები, პერიციტები და სხვ.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'stromal cells' (06.09.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                როგორც ბოლო გამოკვლევებმა აჩვენა, სტრომული უჯრედები ისევე, როგორც სისხლის წინამორბედი უჯრედები, მუდმივად ცირკულირებენ ძუძუმწოვრების სისხლში.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                ქ. დავითაია, ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედების მონაწილეობა პერფორირებული რქოვანას რეგენერაციაში. თბილის: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2011, გვ. 111

                                                                                                                                                                                                დაკავშირებული სიტყვები

                                                                                                                                                                                                syngamy - სინგამია

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'syngamy' (06.09.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                'syngamy', ც. მენაბდე, ინგლისური-რუსულ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: მეცნიერება, 1983, გვ. 237
                                                                                                                                                                                                „სინგამია“, ი. ლაჩაშვილი, მოკლე ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: განათლება, 1977, გვ. 305

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                სასქესო უჯრედების / გამეტების შერწყმა და ზიგოტის წარმოქმნა.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'syngamy' (06.09.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                ორი გამეტას შერწყმის შედეგად (განაყოფიერება ან სინგამია) დიპლოიდურ ზიგოტას ვიღებთ, რომელიც ახალ სპოროფიტს აძლევს დასაბამს.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                'syngamy' (06.09.2026), ნ. კემპბელი, ჯ. რისი, ბიოლოგია, თავი XXVIII. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2009, ინგლისურ ქართული პარალელური კორპუსი

                                                                                                                                                                                                synkaryon - სინკარიონი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი, (plural) synkaria
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'synkaryon' (06.09.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                'synkaryon', ც. მენაბდე, ინგლისური-რუსულ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: მეცნიერება, 1983, გვ. 237
                                                                                                                                                                                                „სინკარიონი“, ი. ლაჩაშვილი, მოკლე ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: განათლება, 1977, გვ. 236

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                სხვადასხვა სქესის გამეტების ბირთვების შერწყმის შედეგად წარმოქმნილი ზიგოტის ბირთვი.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'synkaryon' (06.09.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                სულ ნაპოვნია 492 ტერმინი