prolamines - პროლამინები
არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი'პროლამინები', ი. ლაჩაშვილი, მოკლე ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: განათლება, 1977, გვ. 275
განმარტება
პროლინის დიდი რაოდენობით შემცველი სამარაგო ცილები მარცვლოვან მცენარეთა თესლებში.
კონტექსტი
ცელიაკიით დაავადებულთათვის ტოქსიკურია სპირტში ხსნადი ცილები – პროლამინები, კერძოდ, გლიადინი – ხორბლის ცილა, სეკალინი – ჭვავისა, გორდეინი – ქერისა, ხოლო შვრიაში შემავალი ცილის, ავენინის ტოქსიკურობა ჯერ კიდევ საკამათოა.