pervasive - ყოვლისმომცველი
ზედსართავი სახელიგანმარტება
ტერმინი, რომელიც გამოიყენება უზუსტობების კონტექსტში, ფინანსურ ანგარიშგებაზე უზუსტობების გავლენის აღწერისათვის ან ფინანსურ ანგარიშგებაზე იმ უზუსტობების შესაძლო გავლენის
აღწერისათვის, თუ ასეთი არსებობს, რომელთა აღმოჩენა ვერ მოხერხდა საკმარისი და შესაფერისი აუდიტის მტკიცებულებების მოპოვების შეუძლებლობის გამო.
კონტექსტი
ისეთმა ნაკლოვანებებმა, როგორიცაა, ხელმძღვანელობის არაკომპეტენტურობა, ან ის ფაქტი, რომ არ ხორციელდება ზედამხედველობა ფინანსური ანგარიშგების მომზადების პროცესზე, შეიძლება უფრო ყოვლისმომცველი გავლენა იქონიოს ფინანსურ ანგარიშგებაზე და მოითხოვოს აუდიტორის მხრიდან საერთო ხასიათის საპასუხო ქმედებების გატარება.