arrow
arrow down
checkbox search
                                                                                                                                                                                                • აუდიტი

                                                                                                                                                                                                management's expert - ხელმძღვანელობის ექსპერტი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'ხელმძღვანელობის ექსპერტი' (20.04.2025), აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო, ტერმინების გლოსარი, ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020, გვ. 63

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ფიზიკური პირი ან ორგანიზაცია, რომელსაც გააჩნია ექსპერტული ცოდნა ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის გარდა სხვა სფეროში და რომლის მიერ აღნიშნულ სფეროში შესრულებულ სამუშაოს იყენებს სუბიექტი ფინანსური ანგარიშგების მომზადებაში დახმარებისთვის.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'ხელმძღვანელობის ექსპერტი' (20.04.2025), აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო, ტერმინების გლოსარი, ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020, გვ. 63

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                ხელმძღვანელობის ექსპერტის სამუშაოს მისაღებობის შეფასება აუდიტორს ეხმარება იმის დადგენაში, ხელმძღვანელობის ექსპერტის მიერ მიწოდებული ფასები ან შეფასებები არის თუ არა საკმარისი და შესაფერისი აუდიტის მტკიცებულებები შეფასებების განსამტკიცებლად.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო. ასპშ 1000, ფინანსური ინსტრუმენტების აუდიტის თავისებურებები, ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020, გვ. 1553

                                                                                                                                                                                                management's point estimate - ხელმძღვანელობის წერტილოვანი შეფასება

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'ხელმძღვანელობის წერტილოვანი შეფასება' (20.04.2025), აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო, ტერმინების გლოსარი, ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020, გვ. 63

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                სიდიდე, რომელიც ხელმძღვანელობამ შეარჩია ფინანსურ ანგარიშგებაში აღიარების ან განმარტებით შენიშვნებში გამჟღავნებისთვის სააღრიცხვო შეფასების სახით.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'ხელმძღვანელობის წერტილოვანი შეფასება' (20.04.2025), აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო, ტერმინების გლოსარი, ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020, გვ. 63

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                ასს 540-ის 13(დ) პუნქტი შეიცავს მოთხოვნებს ისეთი შემთხვევებისთვის, როდესაც აუდიტორი დამოუკიდებლად შეიმუშავებს შეფასების მნიშვნელობების დიაპაზონს, ხელმძღვანელობის წერტილოვანი შეფასების გასააანალიზებლად.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო. ასპშ 1000, ფინანსური ინსტრუმენტების აუდიტის თავისებურებები, ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020, გვ. 1550

                                                                                                                                                                                                measurer - გამზომი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'measurer' (20.04.2025), ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების ტერმინოლოგიური ლექსიკონი, ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                მხარე(ებ)ი, ვინც ზომავს  შესაბამის განსახილველ საგანს კრიტერიუმების გამოყენებით. გამზომს გააჩნია მოცემული განსახილველი საგნის შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'გამზომი ან შემფასებელი' (20.04.2025) აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო, ტერმინების გლოსარი, ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020, გვ. 24

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                როდესაც პასუხისმგებელი მხარე არის არა გამზომი ან შემფასებელი, არამედ სხვა მხარე, მაშინ პასუხისმგებელი მხარე აღიარებს პასუხისმგებლობას საბაზისო განსახილველ საგანზე.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო. მგსს 3000 (გადასინჯული), მარწმუნებელი გარიგებები გასული პერიოდების ფინანსური ინფორმაციის აუდიტისა და მიმოხილვის გარდა, ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020, გვ. 156

                                                                                                                                                                                                misappropriation of assets - აქტივების უკანონო მითვისება

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:

                                                                                                                                                                                                'misappropriation of assets' (21.04.2025), ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების ტერმინოლოგიური ლექსიკონი, ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                გულისხმობს სუბიექტის აქტივების მოპარვას. ხშირად ამას სჩადიან თანამშრომლები და იპარავენ შედარებით მცირე ოდენობისა და უმნიშვნელო თანხებს. თუმცა, შესაძლებელია, რომ აქტივების მოპარვაში ხელმძღვანელობაც მონაწილეობდეს, რადგან მას, უფრო ხელეწიფება აქტივების მითვისების ფაქტების დამალვა ისეთნაირად, რაც რთული გამოსავლენი იქნება.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'აქტივების უკანონო მითვისება' (21.04.2025) აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო, ტერმინების გლოსარი, ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020, გვ. 23

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                თაღლითობა, გაყალბებული ფინანსური ანგარიშგება იქნება ეს თუ აქტივების უკანონო მითვისება, გულისხმობს თაღლითობის ჩადენის მოტივს (ბიძგს) ან იძულებას, მისი ჩადენის შეცნობილ შესაძლებლობას და ამ აქტის ნაწილობრივ რაციონალიზაციას.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო. ასს 240, აუდიტორის პასუხისმგებლობა ფინანსური ანგარიშგების აუდიტში თაღლითობასთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020, გვ. 260

                                                                                                                                                                                                misstatement - უზუსტობა

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'misstatement' (21.04.2025), ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების ტერმინოლოგიური ლექსიკონი, ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                განსხვავება, რომელიც არსებობს ფინანსურ ანგარიშგებაში წარმოდგენილი მუხლის თანხაში, კლასიფიკაციაში, წარდგენაში, ან შესაბამის ახსნა-განმარტებაში და იმ თანხას, კლასიფიკაციას, წარდგენას, ან შესაბამის ახსნა-განმარტებას შორის, რაც ამ მუხლისთვის მოითხოვება ფინანსური ანგარიშგების წარდგენის სათანადო საფუძვლების შესაბამისად. უზუსტობა შეიძლება გამოწვეული იყოს შეცდომის ან თაღლითობის შედეგად.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'უზუსტობა' (21.04.2025) აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო, ტერმინების გლოსარი, ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020, გვ. 52

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                საზოგადოდ, უზუსტობები, მათ შორის, შეცდომები, არსებითად მიიჩნევა, თუკი, გონივრულ ფარგლებში, მოსალოდნელია, რომ ისინი, ცალკე აღებული ან ერთობლივად, გავლენას იქონიებს მომხმარებლების მიერ ფინანსური ანგარიშგების საფუძველზე მიღებულ ეკონომიკურ გადაწყვეტილებებზე. 

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო. ასს 200, დამოუკიდებელი აუდიტორის საერთო მიზნები და აუდიტის ჩატარება აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020, გვ. 121
                                                                                                                                                                                                სულ ნაპოვნია 94 ტერმინი