interferon - ინტერფერონი
არსებითი სახელი'interferon', ც. მენაბდე, ინგლისური-რუსულ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: მეცნიერება, 1983, გვ. 113
'ინტერფერონი', ი. ლაჩაშვილი, მოკლე ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: განათლება, 1977, გვ. 150
განმარტება
ვირუსით ან სხვა პათოგენით დაინფიცირების საპასუხოდ მასპინძელი უჯრედის მიერ გამომუშავებული ცილა, რომელსაც თავად გააჩნია სხვადასხვა ვირუსის წინააღმდეგ მოქმედების უნარი და აგრ. სხვა უჯრედებთან ურთიერთქმედებით ასტიმულირებს იმუნურ სისტემას მოცემული პათოგენის მიმართ პასუხის აღძვრისკენ.
კონტექსტი
ორი ტიპის ინტერფერონი (α და β) ვირუსული ინფექციებისგან თანდაყოლილ დაცვას უზრუნველყოფს.