flagellin - ფლაგელინი
არსებითი სახელიგანმარტება
ზოგიერთი ბაქტერიების შოლტების შემადგენლობაში შემავალი ცილა.
კონტექსტი
ნიუ-იორკის Roswell Park-ის ონკოლოგიური ინსტიტუტის თანამშრომელმა ანდრეი გუდკოვმა და მისმა კოლეგებმა არასიმსივნური უჯრედების აპოპტოზის ბლოკირება სცადეს, რისთვისაც ფლაგელინის (ადამიანის ნაწლავში მობინადრე ერთ-ერთი ბაქტერიის ცილის) საფუძველზე შექმნილი პრეპარატი გამოიყენეს.