arrow
arrow down
checkbox search

                                                                                                                                                                                                carpet moth - ხალიჩის ჩრჩილი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'carpet moth' (14.02.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ჩრჩილისებრთა ოჯახის (Tineidae fam.) მწერი Trichophaga tapetzella. მისი მატლები ჭამენ და აზიანებენ ხალიჩებს და ბეწვის სხვა ნაწარმს.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'carpet moth' (07.02.2026), Merriam-Webster Dictionary. Springfield: Merriam-Webster, Inc.

                                                                                                                                                                                                ინგლისური სინონიმები

                                                                                                                                                                                                tapestry moth

                                                                                                                                                                                                carrion beetle - ლეშიჭამია ხოჭო

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'carrion beetle' (14.02.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ლეშიჭამიასებრთა ოჯახის (Silphidae fam.Necrophorus-ისა და Silpha-ს გვარების ლეშის მჭამელი სახეობების საერთო სახელწოდება.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'carrion beetle' (07.02.2026), Merriam-Webster Dictionary. Springfield: Merriam-Webster, Inc.

                                                                                                                                                                                                caste - კასტა

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'caste' (14.02.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ამა თუ იმ სპეციფიკური დანიშნულების მქონე გუნდი საზოგადოებრივი მწერების კოლონიაში – მუშები, ჯარისკაცები და ა. შ.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'caste' (14.02.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                caterpillar - მუხლუხი, მატლი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'caterpillar' (14.02.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                პეპლის მატლური სტადია, რომელიც ინტენსიურად იკვებება და იკეთებს მარაგს შემდგომი განვითარებისათვის. აქვს ჭიისმაგვარი ფორმა და მღრღნელი პირის აპარატი.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'მუხლუხი', ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. თბილისი: მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, ტ. 7, 1984, გვ. 230

                                                                                                                                                                                                ინგლისური სინონიმები

                                                                                                                                                                                                eruca

                                                                                                                                                                                                Caucasian honey bee - კავკასიური ფუტკარი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'Caucasian honey bee' (14.02.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                მეთაფლია ფუტკრის (Apis mellifera) ქვესახეობა Apis mellifera caucasica, რომელიც გავრცელებულია კავკასიის რეგიონში.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: „Subspecies: The Place of Honey Bees in the World“ (07.02.2026), Bee Health. National Institute of Food and Agriculture
                                                                                                                                                                                                სულ დამატებულია 6569 ტერმინი