arrow
arrow down
checkbox search
                                                                                                                                                                                                • მამალიოლოგია

                                                                                                                                                                                                lesser mole rat - თეთრკბილა ბრუცა

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'lesser mole rat' (04.06.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ბრუცასებრთა ოჯახის (Spalacidae fam.) მღრღნელი Spalax leucodon.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Lesser Blind Mole Rat' (04.06.2026), The IUCN Red List of Threatened Species. Cambridge: International Union for Conservation of Nature

                                                                                                                                                                                                ინგლისური სინონიმები

                                                                                                                                                                                                lesser blind mole-rat

                                                                                                                                                                                                lion - ლომი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'lion' (04.06.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                'ლომი', რ. ავალიანი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. თბილისი: მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, ტ. 6, 1983, გვ. 285
                                                                                                                                                                                                'lion', ც. მენაბდე, ინგლისურ-რუსულ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: მეცნიერება, 1983, გვ. 127

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                კატისებრთა ოჯახის (Felidae fam.) მტაცებელი ძუძუმწოვარი Panthera leo. გავრცელებულია აფრიკაში, მცირე პოპულაცია შემორჩენილია ინდოეთშიც.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'lion' (04.06.2026), R. W. Kays, Encyclopedia Britannica. Chicago: Encyclopaedia Britannica, Inc.

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                ტერმინი მტაცებლობა, როგორც წესი, ასოცირდება ისეთ შემთხვევებთან, როგორიცაა მაგალითად ლომის მიერ ანტილოპაზე თავდასხმა, სინამდვილეში იგი ეხება ისეთი ფართო მასშტაბის ურთიერთობებს, როგორიცაა საერთოდ ყველა ტიპის მსხვერპლზე ნადირობა.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                'ლომი' (04.06.2026), ნ. კემპბელი, ჯ. რისი, ბიოლოგია, თავი LIII. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2009, ინგლისურ ქართული პარალელური კორპუსი

                                                                                                                                                                                                llama - ლამა

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'llama' (04.06.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                'ლამა', ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. თბილისი: მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, ტ. 6, 1983, გვ. 114
                                                                                                                                                                                                'llama', ც. მენაბდე, ინგლისურ-რუსულ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: მეცნიერება, 1983, გვ. 127

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                აქლემისებრთა ოჯახის (Camelidae fam.) წყვილჩლიქოსანი ცხოველთა გვარი Lama gen. მოიცავს ორ სახეობას: ველური ჰუანაკო (Lama guanicoe) და მისი მოშინაურებული ფორმა ჩვეულებრივი ლამა (Lama glama).

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'ლამა', ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. თბილისი: მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, ტ. 6, 1983, გვ. 114

                                                                                                                                                                                                slender loris - წვრილი ლორი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'loris' (04.06.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ლორისებრთა ოჯახის (Lorisidae fam.) პრიმატების გვარი Loris gen.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Lorisidae' (04.06.2026), A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020

                                                                                                                                                                                                ინგლისური სინონიმები

                                                                                                                                                                                                Loris

                                                                                                                                                                                                slow loris - ზანტი სქელი ლორი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'loris' (04.06.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ლორისებრთა ოჯახის (Lorisidae fam.) პრიმატების გვარი Nycticebus gen.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Lorisidae' (04.06.2026), A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020

                                                                                                                                                                                                ინგლისური სინონიმები

                                                                                                                                                                                                Nycticebus
                                                                                                                                                                                                სულ ნაპოვნია 615 ტერმინი