blastema - ბლასტემა
არსებითი სახელიგანმარტება
ემბრიონული უჯრედების მასა ჩანასახის განვითარების ადრეულ სტადიაზე, რომელთა დიფერენციაციის შედეგად ვითარდება სხეულის ორგანოები.
ემბრიონული უჯრედების მასა ჩანასახის განვითარების ადრეულ სტადიაზე, რომელთა დიფერენციაციის შედეგად ვითარდება სხეულის ორგანოები.
უჯრედთა შრეები, რომელთაგანაც ჩანასახის ორგანოები ვითარდება; ენდოდერმა, ექტოდერმა და მეზოდერმა ცხოველთა უმეტეს ნაწილში.
ტრიპლობლასტური ემბრიონის გარეთა ჩანასახოვანი ფურცელი, რომლიდანაც ვითარდება კანი და ნერვული სისტემა.
ექტოდერმა ემბრიონული შრეა, რომელიც ემბრიონის ზედაპირს ფარავს, ის აძლევს დასაბამს ცხოველის სხვა მფარავი ქსოვილების განვითარებას და ზოგიერთ ტიპში ცენტრალური ნერვული სისტემის განვითარებას.
ტრიპლობლასტური ემბრიონის შიგნითა ჩანასახოვანი ფურცელი, რომლიდანაც ვითარდება კუჭ-ნაწლავისა და სასუნთქი ტრაქტები და მათთან დაკავშირებული სტრუქტურები.
ენდოდერმა ყველაზე ღრმა ემბრიონული შრე, საჭმლის მომნელებელი მილის ან არქენტერონის განვითარებას აძლევს დასაბამს.
ტრიპლობლასტური ემბრიონის შუა ჩანასახოვანი ფურცელი, რომლიდანაც ვითარდება შემაერთებელი, კუნთოვანი და ძვლოვანი ქსოვილები, სისხლის მიმოქცევისა და გამომყოფი სისტემები და სხვ.
ტრიპლობლასტებში მეზოდერმიდან ვითარდებიან კუნთები და სხვა ორგანოების უმეტესობა.