arrow
arrow down
checkbox search
                                                                                                                                                                                                • ციტოლოგია

                                                                                                                                                                                                multipolar neuron - მრავალმორჩიანი ნეირონი, მულტიპოლარული ნეირონი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'multipolar neuron' (09.08.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ერთი აქსონისა და მრავალი დენდრიტის მქონე ნერვული უჯრედი – შეადგენს თავის ტვინის ნეირონების უმრავლესობას.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'multipolar neuron' (09.08.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                multipolar spindle - მრავალპოლუსიანი თითისტარა

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'multipolar spindle' (09.08.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                იშვიათი ტიპის, უპირატ. დასხივების შედეგად წარმოქმნილი თითისტარა მრავალცენტრიოლიან მიტოზურ უჯრედში.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'multipolar spindle' (09.08.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                multipotent - მულტიპოტენტური

                                                                                                                                                                                                ზედსართავი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'multipotent' (09.08.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ითქმის მრავალი, მაგრამ მხოლოდ ერთი ტიპის სხვადასხვა სახის უჯრედებად დიფერენცირების უნარის მქონე პროგენიტორული / წარმომქმნელი უჯრედების შესახებ.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'multipotent' (09.08.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                myelocyte - მიელოციტი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'myelocyte' (09.08.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                'myelocyte', ც. მენაბდე, ინგლისური-რუსულ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: მეცნიერება, 1983, გვ. 145
                                                                                                                                                                                                „მიელოციტები“, ი. ლაჩაშვილი, მოკლე ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: განათლება, 1977, გვ. 205

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ძვლის ტვინის უჯრედი – გრანულოციტის ერთ-ერთი წინამორბედი.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'myelocyte' (09.08.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                myeloid - მიელოიდური

                                                                                                                                                                                                ზედსართავი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'myeloid' (09.08.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                1. ითქმის გრანულოციტის ამა თუ იმ წინამორბედი უჯრედის შესახებ;
                                                                                                                                                                                                2. მიელოიდურ უჯრედებთან დაკავშირებული.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'myeloid' (09.08.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                დაკავშირებული სიტყვები

                                                                                                                                                                                                სულ ნაპოვნია 385 ტერმინი