arrow
arrow down
checkbox search

                                                                                                                                                                                                African bee - აფრიკული ფუტკარი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'African bee' (09.01.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                მეთაფლია ფუტკრის (Apis mellifera) ქვესახეობა Apis mellifera scutellata. ბუნებრივად გავრცელებულია აფრიკაში, გენეტიკური ექსპერიმენტებისთვის შეიყვანეს ბრაზილიაში, სადაც ბუნებაშიც გავრცელდა.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: „Africanized honey bees are not Apis mellifera scutellata“ (09.01.2026), R. Burlew, Honey Bee Suite

                                                                                                                                                                                                Africanized bee - აფრიკანიზებული ფუტკარი, მკვლელი ფუტკარი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'Africanized bee' (09.01.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                აფრიკული ფუტკრისა და ევროპული ფუტკრის სხვადასხვა სახეობათა ჰიბრიდი, რომელიც უჩვეულო აგრესიულობით გამოირჩევა.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'Africanized bee' (09.01.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                Sialidae - ფრთალაპოტიანები, სიალიდები

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'Sialidae' (09.01.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                'ფრთალაპოტიანები', ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. თბილისი: მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, ტ. 10, 1986, გვ. 400

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                დიდფრთიანების რიგის (Megaloptera ord.) მწერების ოჯახი Sialidae fam.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Sialidae' (09.01.2026), A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020

                                                                                                                                                                                                ინგლისური სინონიმები

                                                                                                                                                                                                alderflies

                                                                                                                                                                                                extremozyme - ექსტრემოზიმი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'extremozyme' (12.01.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ექსტრემოფილური ორგანიზმის მიერ გამომუშავებული ფერმენტი.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'extremozyme' (12.01.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                facilitated diffusion - გაადვილებული დიფუზია, გაიოლებული დიფუზია

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'facilitated diffusion' (12.01.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                მემბრანის გავლით უჯრედში მოლეკულების შეღწევის ერთ-ერთი გზა.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'facilitated diffusion' (12.01.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                მიუხედავად სატრანსპორტო ცილების დახმარებისა, გაადვილებული დიფუზია მაინც განიხილება როგორც პასიური ტრანსპორტი, რადგან გახსნილი ნივთიერება ტრანსპორტირებისას თავის კონცენტრაციული გრადიენტის მიმართულებით მოძრაობს.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                'facilitated diffusion' (12.01.2026), ნ. კემპბელი, ჯ. რისი, ბიოლოგია, თავი VII. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2009, ინგლისურ ქართული პარალელური კორპუსი
                                                                                                                                                                                                სულ დამატებულია 6569 ტერმინი