primary follicle - პირველადი ფოლიკული
არსებითი სახელიგანმარტება
მოუმწიფებელი ლიმფური ფოლიკული, რომელიც ანტიგენ-გამოუცდელი / ინაქტიური B-ლიმფოციტებისაგან შედგება.
მოუმწიფებელი ლიმფური ფოლიკული, რომელიც ანტიგენ-გამოუცდელი / ინაქტიური B-ლიმფოციტებისაგან შედგება.
ადაპტური იმუნური სისტემის რეაქცია ანტიგენთან პირველ კონტაქტზე.
ლიმფოციტების შერჩევითი პროლიფერაცია და დიფერენცირება, რომელსაც პირველად ადგილი აქვს მაშინ, როდესაც სხეული განსაზღვრული ტიპის ანტიგენს შეეჯახება, წარმოადგენს პირველად იმუნურ პასუხს.
ჩვეულ. მემკვიდრული ან გენეტიკური ფაქტორით განპირობებული იმუნოდეფიციტი.
მშობლებს, რომელთა პირველ შვილსაც პირველადი იმუნოდეფიციტი დაუდასტურდა, შეუძლიათ, მომდევნო ორსულობისას ეს დაავადება ამნიონური სითხის გენეტიკური ანალიზით გამორიცხონ.
ამა თუ იმ იმუნოსუპრესორული / იმუნიტეტის დამთრგუნველი ფაქტორის ზემოქმედების შედეგად ჩამოყალიბებული იმუნოდეფიციტი.
მეორეული იმუნოდეფიციტის გამომწვევი ფაქტორებია აგრეთვე კვების მძიმე დარღვევა და ქრონიკულად მიმდინარე დაავადებები (მაგალითად, დიაბეტი).
ლიმფოციტების წარმომქმნელი ორგანო; B-ლიმფოციტებისათვის წარმოადგენს ძვლის ტვინს / ფრინველებისათვის – ფაბრიციუსის ჩანთას, ხოლო T-ლიმფოციტებისათვის – თიმუსს / მკერდუკანა ჯირკვალს.