spiral valve - სპირალური სარქველი
არსებითი სახელი
ტერმინის წყარო:
'spiral valve' (27.12.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
განმარტება
სპირალური ან ხრახნისებრი ნაკეცი სალამურების (Petromyzontiformes), ფირფიტლაყუჩიანების (Elasmobranchii), მთლიანთავიანებისა (Holocephali) და ზოგიერთი სხვა პრიმიტიული თევზის შუა ნაწლავში. მისი ფუნქციაა საკვების გადამამუშავებელი ზედაპირის ფართობის გაზრდა ნაწლავის დაგრძელების გარეშე.
განმარტების წყარო:
დაეფუძნა: 'spiral valve', B. W. Coad, D. E. McAllister, Dictionary of Ichthyology. Ottawa: Canadian Museum of Nature, 2025, გვ. 2795