arrow
arrow down
checkbox search
                                                                                                                                                                                                • აუდიტი

                                                                                                                                                                                                emissions deduction - ემისიების გამოქვითვა

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'emissions deduction'  (16.04.2025), ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების ტერმინოლოგიური ლექსიკონი, ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ნებისმიერი მუხლი, რომელიც ასახულია სუბიექტის სათბურის გაზების ანგარიშგებაში და გამოიქვითება ანგარიშგებაში ასახული ემისიების მთლიანი მოცულობიდან, მაგრამ არ წარმოადგენს მოცილებას.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'ემისიების გამოქვითვა' (16.04.2025), აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო, ტერმინების გლოსარი, ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020, გვ. 33

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                საკონტროლო მაჩვენებელი, რომელიც შეიძლება შესაფერისი იყოს, დამოკიდებულია ანგარიშგებულ ბრუტო ემისიებზე, ანუ გაერთიანებული 1-ლი, მე-2 და მე-3 კატეგორიის ემისიები, ემისიების გამოქვითვისა და მოცილების გამოკლებამდე.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო. მგსს 3410, მარწმუნებელი გარიგებები სათბურის გაზების ანგარიშის შესახებ, ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020, გვ. 267

                                                                                                                                                                                                emissions factor - ემისიების გამოსათვლელი კოეფიციენტი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'emissions factor' (16.04.2025), ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების ტერმინოლოგიური ლექსიკონი, ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                საქმიანობის ზომის ერთეულის გადამყვანი მათემატიკური წილადი ან კოეფიციენტი (მაგალითად, მოხმარებული საწვავი ლიტრებში, გავლილი კილომეტრები, ნახირში პირუტყვის რაოდენობა, ან წარმოებული პროდუქცია ტონებში) მოცემულ საქმიანობასთან დაკავშირებული სათბური გაზების სავარაუდო რაოდენობაში.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'ემისიების გამოსათვლელი კოეფიციენტი' (16.04.2025), აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო, ტერმინების გლოსარი, ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020, გვ. 33

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                გამოსაყენებელი კრიტერიუმები შეიძლება მოიცავდეს დადგენილ კრიტერიუმებს, რომლებსაც ავსებს სათბურის გაზების ემისიების ანგარიშის განმარტებით შენიშვნებში აღწერილი დამატებითი განმარტებები სპეციფიკური საზღვრების, მეთოდების, დაშვებების, ემისიების გამოსათვლელი კოეფიციენტების და ა.შ. შესახებ.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო. მგსს 3410, მარწმუნებელი გარიგებები სათბურის გაზების ანგარიშის შესახებ, ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020, გვ. 261

                                                                                                                                                                                                emissions trading scheme - ემისიების კვოტებით ვაჭრობის სისტემა

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'emissions trading scheme' (16.04.2025), ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების ტერმინოლოგიური ლექსიკონი, ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                საბაზრო მიდგომა, რომელიც გამოიყენება სათბურის გაზების ემისიების კონტროლისთვის, ემისიის შემცირების ეკონომიკური სტიმულირების მექანიზმების მეშვეობით.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'ემისიების კვოტებით ვაჭრობის სისტემა' (16.04.2025), აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო, ტერმინების გლოსარი, ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020, გვ. 33

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                როდესაც სათბურის გაზების ემისიების ანგარიში მომზადებულია რეგულირების ან ემისიების კვოტებით ვაჭრობის სისტემისთვის (სქემისთვის), სადაც შესაფერისი კრიტერიუმები და ანგარიშის ფორმა წინასწარაა შემუშავებული, გარიგების გარემოებებიდან ცხადად ჩანს, რომ კრიტერიუმები შემუშავებულია მარეგულირებლის, ან აღნიშნულ სქემაზე პასუხისმგებელი ორგანოს მიერ.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო. მგსს 3410, მარწმუნებელი გარიგებები სათბურის გაზების ანგარიშის შესახებ, ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020, გვ. 264

                                                                                                                                                                                                emphasis of matter paragraph - მნიშვნელოვან გარემოებათა ამსახველი აბზაცი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'emphasis of matter paragraph' (18.04.2025), ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების ტერმინოლოგიური ლექსიკონი, ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                აუდიტორის დასკვნაში ჩართული აბზაცი, რომელიც ეხება საკითხს, რომელიც სათანადოდ არის წარდგენილი ფინანსურ ანგარიშგებაში ან განმარტებული ფინანსური ანგარიშგების შენიშვნებში, მაგრამ, აუდიტორის აზრით, იმდენად მნიშვნელოვანია, რომ გადამწყვეტ როლს ითამაშებს მომხმარებლებისთვის, ფინანსური ანგარიშგების გაგების თვალსაზრისით.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'მნიშვნელოვან გარემოებათა ამსახველი აბზაცი' (18.04.2025), აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო, ტერმინების გლოსარი, ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020, გვ. 39

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                თუ აუდიტორი ვარაუდობს, რომ აუდიტორის დასკვნაში ჩართავს მნიშვნელოვან გარემოებათა ამსახველ აბზაცს ან სხვა გარემოებათა ამსახველ აბზაცს, აუდიტორმა მეთვალყურეობაზე პასუხისმგებელ პირებს უნდა აცნობოს თავისი ვარაუდის შესახებ და გააცნოს ამ აბზაცის ტექსტი.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო. ასს 706 (გადასინჯული), მნიშვნელოვან გარემოებათა ამსახველი აბზაცი და სხვა გარემოებათა ამსახველი აბზაცები დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნაში, ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020, გვ. 1245

                                                                                                                                                                                                engagement circumstances - გარიგების გარემოებები

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'engagement circumstances' (18.04.2025), ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების ტერმინოლოგიური ლექსიკონი, ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                კონკრეტული გარიგების განმსაზღვრელი ფართო კონტექსტი, რომელიც მოიცავს: გარიგების პირობებს; გარიგება დასაბუთებული რწმუნების გარიგებაა თუ შეზღუდული რწმუნების გარიგება, შესაბამისი განსახილველი საგნის მახასიათებლებს; გაზომვის ან შეფასების კრიტერიუმებს; გამიზნული მომხმარებლების საინფორმაციო მოთხოვნილებებს; პასუხისმგებელი მხარის, დამკვეთი მხარისა და იმ პირის მახასიათებლებს, რომელიც ასრულებას შეფასებას ან გაზომვას და მათ გარემოს; ასევე სხვა საკითხებს, მაგალითად მოვლენებს, ოპერაციებს, პირობებსა და სუბიექტის პრაქტიკას, რაც შეიძლება მნიშვნელოვან გავლენას ახდენდეს გარიგებაზე.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'გარიგების გარემოებები' (18.04.2025), აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო, ტერმინების გლოსარი, ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020, გვ. 26

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                გარიგების გარემოებებში მომხდარი ცვლილებების გამოვლენამ შესაძლოა განაპირობოს ხელმძღვანელობის, ზედამხედველობის ან მიმოხილვის ხასიათის, ვადების ან მასშტაბის დაგეგმილი მიდგომის გადახედვა და შეცვლა.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო. ასს 220 (გადასინჯული), ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ხარისხის მართვა, ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020, გვ. 2140
                                                                                                                                                                                                სულ ნაპოვნია 94 ტერმინი