arrow
arrow down
checkbox search

                                                                                                                                                                                                Sayornis - ფები

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'Sayornis' (12.11.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ტირანისებრთა ოჯახის (Tyrannidae fam.) ფრინველთა გვარი Sayornis gen.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Sayornis' (12.11.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                scapulars - სკაპულარები

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'scapulars' (12.11.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ფრინველის მხრებზე მზარდი ბუმბულები.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'scapulars' (12.11.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                დაკავშირებული სიტყვები

                                                                                                                                                                                                secondary feather - მეორე რიგის მოსაქნევი ბუმბული, მეორე რიგის მომქნევი ბუმბული

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'secondary feather' (12.11.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ფრინველის იდაყვის ძვალზე გამოზრდილი საფრენი ბუმბული. მოქცეულია პირველი და მესამე რიგის მოსაქნევ ბუმბულებს შორის. სხვადასხვა ოჯახის ფრინველებს აქვთ ცხრიდან ოცამდე ასეთი ბუმბული თითო ფრთაზე.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Secondary (feather)' (12.11.2025), birdcare.com. Jacobi Jayne & Company

                                                                                                                                                                                                დაკავშირებული სიტყვები

                                                                                                                                                                                                secretary bird - ფრინველმდივანი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'secretary bird' (12.11.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                'ფრინველმდივანი', მირ. კუტუბიძე, ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია. თბილისი: მეცნიერება, 1973, გვ. 157

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ქორისნაირთა რიგის (Accipitriformes ord.) ფრინველი Sagittarius serpentarius. თავისი ოჯახის (Sagittariidae) ერთადერთი წარმომადგენელი.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Sagittariidae', A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020

                                                                                                                                                                                                Thinocoridae - ჩიჩახვა ჩიბუხასებრნი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'seedsnipes' (12.11.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                'ჩიბუხასებრნი ჩიჩახვა', მირ. კუტუბიძე, ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია. თბილისი: მეცნიერება, 1973, გვ. 169

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                მეჭვავიასნაირთა რიგის (Charadriiformes ord.) ფრინველთა ოჯახი Thinocoridae fam. საშუალო ზომის, ყავისფერი, ლაქებიანი ფრინველებია. აქვთ მოკლე, კონუსისებრი ნისკარტი. გრძელი, წამახვილებული ფრთები, მოკლე ბოლო და მოკლე ფეხები. ბინადრობენ ღია ადგილებში. იკვებებიან თესლებით. გავრცელებული არიან სამხრეთ ამერიკაში.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Thinocoridae', A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020

                                                                                                                                                                                                ინგლისური სინონიმები

                                                                                                                                                                                                seedsnipes
                                                                                                                                                                                                სულ დამატებულია 6440 ტერმინი