arrow
arrow down
checkbox search

                                                                                                                                                                                                aardvark - აფრიკული მილკბილა

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'aardvark' (5.11.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                მილკბილების რიგის (Tubulidentata ord.) ერთადერთი თანამედროვე წარმომადგენელი ძუძუმწოვარი ცხოველი Orycteropus afer. გავრცელებულია აფრიკაში. იკვებება ტერმიტებით, ჭიანჭველებით.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'მილკბილები', ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. თბილისი: მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, ტ. 6, 1983, გვ. 698

                                                                                                                                                                                                ინგლისური სინონიმები

                                                                                                                                                                                                ant bear, Cape anteater

                                                                                                                                                                                                Psophiidae - მებუკე წეროები

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'Psophiidae' (21.10.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                'წეროები მებუკე', მირ. კუტუბიძე, ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია. თბილისი: მეცნიერება, 1973, გვ. 172

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                წეროსნაირთა რიგის (Gruiformes ord.) ფრინველთა ოჯახი Psophiidae fam. მასში ერთი გვარია (Psophia). აქვთ მოკლე, ძლიერი ნისკარტი, გრძელი კისერი, მომრგვალებული ფრთები, მოკლე კუდი და გრძელი ფეხები. ძირითადად შავები არიან, იისფერი ელფერით კისერზე. მიწის ფრინველები არიან, იშვიათად ფრენენ. ბინადრობენ ტყეებში. იკვებებიან მწერებით და მცენარეული საკვებით. გავრცელებული არიან სამხრეთ ამერიკაში.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Psophiidae', A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020

                                                                                                                                                                                                rock ptarmigan - ტუნდრის გნოლი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'ptarmigan' (12.11.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                'გნოლი ტუნდრისა', მირ. კუტუბიძე, ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია. თბილისი: მეცნიერება, 1973, გვ. 110

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ხოხბისებრთა ოჯახის (Phasianidae fam.) ფრინველი Lagopus muta.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Rock Ptarmigan' (12.11.2025), eBird. New York: Cornell Lab of Ornithology, Cornell University

                                                                                                                                                                                                willow ptarmigan - თეთრი გნოლი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'ptarmigan' (12.11.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                'გნოლი თეთრი', მირ. კუტუბიძე, ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია. თბილისი: მეცნიერება, 1973, გვ. 110

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ხოხბისებრთა ოჯახის (Phasianidae fam.) ფრინველი Lagopus lagopus.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Willow Ptarmigan' (12.11.2025), eBird. New York: Cornell Lab of Ornithology, Cornell University

                                                                                                                                                                                                pteropaedes - პტეროპედები

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'pteropaedes' (12.11.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ფრინველები, რომლებსაც გამოჩეკიდან მოკლე ხანში შეუძლიათ ფრენა.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'pteropaedes' (12.11.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                სულ დამატებულია 6440 ტერმინი