arrow
arrow down
checkbox search
                                                                                                                                                                                                • ორნითოლოგია

                                                                                                                                                                                                crested coot - ბიბილოიანი მელოტა

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'მელოტა ბიბილოიანი', მირ. კუტუბიძე, ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია. თბილისი: მეცნიერება, 1973, გვ. 133

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ლაინასებრთა ოჯახის (Rallidae fam.) წყალმცურავი ფრინველი Fulica cristata, გავრცელებულია სამხრეთ ესპანეთში, ჩრდილოეთ მაროკოში, ეთიოპიაში და ფართოდ აფრიკის სამხრეთ ნაწილში.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Red-knobbed Coot' (13.03.2025), The IUCN Red List of Threatened Species. Cambridge: International Union for Conservation of Nature

                                                                                                                                                                                                ინგლისური სინონიმები

                                                                                                                                                                                                red-knobbed coot

                                                                                                                                                                                                Andalusian hemipode - ანდალუზიური სამთითა

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'სამთითა ანდალუზიური', მირ. კუტუბიძე, ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია. თბილისი: მეცნიერება, 1973, გვ. 148

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                სამთითასებრთა ოჯახის (Turnicidae fam.) მცირე ზომის ფრინველი Turnix sylvaticus / sylvatica, გავრცელებულია ინდოჩინეთის და ინდოსტანის ნახევარკუნძულებზე, ფილიპინებზე, ტროპიკულ აფრიკაში, ფრაგმენტულად – მაროკოში, ესპანეთში გადაშენებულად ითვლება.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Common Buttonquail' (13.03.2025), The IUCN Red List of Threatened Species. Cambridge: International Union for Conservation of Nature

                                                                                                                                                                                                ინგლისური სინონიმები

                                                                                                                                                                                                Common Buttonquail

                                                                                                                                                                                                კომენტარი

                                                                                                                                                                                                ორთოგრაფიულად სწორი ვარიანტია ანდალუსიური.

                                                                                                                                                                                                merlin - ალალი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'merlin' (07.10.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                'ალალი', მირ. კუტუბიძე, ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია. თბილისი: მეცნიერება, 1973, გვ. 98

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                შავარდნისებრთა ოჯახის (Falconidae fam.) მცირე ზომის მტაცებელი ფრინველი Falco columbarius, syn. Falco aesalon, გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ყველა კონტინენტზე.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Merlin' (13.03.2025), The IUCN Red List of Threatened Species. Cambridge: International Union for Conservation of Nature

                                                                                                                                                                                                ინგლისური სინონიმები

                                                                                                                                                                                                pigeon hawk

                                                                                                                                                                                                Eleonora's falcon - ელეონორას მარჯანი, ბარბაკი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'მარჯანი ელეანორასი, ბარბაკი', მირ. კუტუბიძე, ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია. თბილისი: მეცნიერება, 1973, გვ. 130

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                შავარდნისებრთა ოჯახის (Falconidae fam.) მცირე ზომის მტაცებელი ფრინველი Falco eleonorae, რომელსაც შედარებით გრძელი ფრთები და კუდი აქვს, ბუდობს ზღვისპირა კლდეებზე.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Eleonora's Falcon' (13.03.2025), eBird. New York: Cornell Lab of Ornithology, Cornell University

                                                                                                                                                                                                lanner falcon - წითურთავა ბარი, წითურთავა შავარდენი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'ბარი წითურთავა', მირ. კუტუბიძე, ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია. თბილისი: მეცნიერება, 1973, გვ. 102
                                                                                                                                                                                                სახელმწიფო აღრიცხვას და სახელმწიფო კადასტრში შეტანას დაქვემდებარებულ
                                                                                                                                                                                                გარეულ ცხოველთა სახეობების ჯგუფების ნუსხის
                                                                                                                                                                                                “ დამტკიცების შესახებ
                                                                                                                                                                                                 (8.11.2025), საქართველოს გარემოსა და ბუნებივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება №65

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                შავარდნისებრთა ოჯახის (Falconidae fam.) საშუალო ზომის მტაცებელი ფრინველი Falco biarmicus, გავრცელებულია ხმელთაშუაზღვისპირეთსა და აფრიკაში.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Lanner Falcon' (13.03.2025), The IUCN Red List of Threatened Species. Cambridge: International Union for Conservation of Nature

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                ჭარბტენიანი ტერიტორიები გამოირჩევა მობინადრე და გადამფრენი ფრინველების მრავალფეროვნებით. კერძოდ, აქ გავრცელებულია ბექობის არწივი (Aquila heliaca), ... წითურთავა ბარი (Falco biarmicus)...

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                მდინარე ჭოროხი‐აჭარისწყლის აუზის მართვის გეგმა სანაპირო და გარდამავალი წყლები (პროექტი)“ (8.11.2025), საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, 2016
                                                                                                                                                                                                სულ ნაპოვნია 712 ტერმინი