genetic marker - გენეტიკური მარკერი
არსებითი სახელიგანმარტება
ცნობილ თვისებათა მქონე გენი ან დნმ-ის სხვ. თანმიმდევრობა, რომელიც მისი მატარებელი უჯრედის ან ორგანიზმის საიდენტიფიკაციოდ, გენეტიკური რუკის შედგენისას, ბირთვის, ქრომოსომის ან ლოკუსის მოსანიშნად და ა.შ. გამოიყენება.
კონტექსტი
გენეტიკური მარკერი შეიძლება ქრომოსომის სპეციფიკურ ზოლთან ან რეგიონთან დავაკავშიროთ.