arrow
arrow down
checkbox search

                                                                                                                                                                                                mobility - მობილობა

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                ‘mobility’ (01.10.2025), დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2010

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის თავისუფალი გადაადგილება ერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფარგლებში (შიდა მობილობა) ან სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის (გარე მობილობა) სწავლის, სწავლებისა და კვლევის პროცესებში მონაწილეობის მიზნით, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, აკადემიური ხარისხების, კვალიფიკაციისა და განვლილი კურსების კრედიტების აღიარებით.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                ‘mobility’ (01.10.2025), დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2010
                                                                                                                                                                                                ‘მობილობა’ (01.10.2025), Civil ენციკლოპედიური ლექსიკონი. თბილისი: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                international mobility საერთაშორისო მობილობა
                                                                                                                                                                                                student mobility სტუდენტთა მობილობა
                                                                                                                                                                                                mobility programs მობილობის პროგრამები

                                                                                                                                                                                                 

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                ‘mobility’ (01.10.2025), დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2010

                                                                                                                                                                                                fibula - ფიბულა, მშვილდსაკინძი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი, (plural) fibulae
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                ‘fibula’ (29.06.2025), დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2010

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ტანსაცმლის ლითონის საკინძი, რომელიც ამავე დროს სამკაულს წარმოადგენდა; გავრცელებული იყო ბრინჯაოს ხანიდან ადრეულ შუა საუკუნეებამდე (plural  fibulae)

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'ფიბულა’ (29.06.2025), მ. ჭაბაშვილი, უცხო სიტყვათა ლექსიკონი. თბილისი: განათლება, 1989

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                fibulae with representations of deer ირმის გამოსახულებიანი ფიბულები
                                                                                                                                                                                                animal-image fibulae ცხოველსახოვანი ფიბულები
                                                                                                                                                                                                bow-shaped fibulae ბუდეაბმული მშვილდსაკინძები

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                „ირმის, ჯიხვისა და ცხენის გამოსახულებიანი ფიბულები“, ქ. რამიშვილი, ძიებანი საქართველოს არქეოლოგიაში. თბილისი: საქართველოს ეროვნული მუზეუმი, 2010

                                                                                                                                                                                                somatic cell nuclear transfer - სომატური უჯრედის ბირთვის გადანერგვა

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'somatic cell nuclear transfer' (21.10.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                კლონირების მეთოდი, რომელიც კვერცხუჯრედიდან ბირთვის ამოღებასა და სხვა ორგანიზმის ბირთვით მის შეცვლაში მდგომარეობს; უპირატ. გამოიყენება ღეროვანი უჯრედების მისაღებად.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'somatic cell nuclear transfer' (21.10.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                ინგლისური სინონიმები

                                                                                                                                                                                                SCNT

                                                                                                                                                                                                Southwestern blot - საზერნ-ვესტერნ ბლოტინგი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'Southwestern blot' (21.10.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ნიმუშში დნმ-შემაკავშირებელი ცილების აღმოჩენის მეთოდი - გელ-ელექტროფორეზის გზით დაშლილი / დენატურირებული ცილის ფრაგმენტების გადატანა ქაღალდის ფილტრზე და მათი იდენტიფიცირება სპეციფიკურ ოლიგონუკლეოტიდებთან მიერთებით.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'Southwestern blot' (21.10.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                ინგლისური სინონიმები

                                                                                                                                                                                                Southwestern blotting

                                                                                                                                                                                                SPF - კონკრეტული პათოგენისგან თავისუფალი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი, specific pathogen free-ს აბრევ.
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'SPF' (21.10.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ითქმის ლაბორატორიული საცდელი ცხოველის შესახებ.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'SPF' (21.10.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                სულ დამატებულია 8174 ტერმინი