arrow
arrow down
checkbox search
                                                                                                                                                                                                • ზოოლოგია

                                                                                                                                                                                                Cnidaria - მსუსხავნი, კნიდარიები

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'Cnidaria' (21.06.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ცხოველების ტიპი Cnidaria phl., რომელიც აერთიანებს მედუზებს, მარჯნის პოლიპებს, ზღვის ანემონებს, ჰიდრებს.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Cnidaria' (19.07.2026), A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020

                                                                                                                                                                                                coelelminths - ცელელმინთები

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'coelelminths' (21.06.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ზოგიერთი მოძველებული კლასიფიკაციის მიხედვით, ცელომიან ჭიისებრ უხერხემლოთა დიდი განყოფილება Coelelmintha.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'coelelminths' (21.06.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                ინგლისური სინონიმები

                                                                                                                                                                                                Coelelmintha

                                                                                                                                                                                                Coelenterata - ნაწლავღრუიანები

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'Coelenterata' (21.06.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                'ნაწლავღრუიანები', ტ. ელიაშვილი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. თბილისი: მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, ტ. 7, 1984, გვ. 345

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                მოძველებული კლასიფიკაციით, წყალში მცხოვრებ უხერხემლოთა ტიპი Coelenterata phl., რომელიც მსუსხავებსა და სავარცხლურებს აერთიანებს.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Coelenterata' (21.06.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                coelenteron - გასტრალური ღრუ

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი, (plural) coelentera
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'coelenteron' (21.06.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ენტოდერმით ამოფენილი ნაწლავღრუიანების სხეულის ღრუ.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'გასტრალური ღრუ', ი. ელიავა, მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ჯისიაი, 2001, გვ. 37

                                                                                                                                                                                                coelom - ცელომი, სხეულის მეორეული ღრუ

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი, (plural) coelomata
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'coelom' (19.07.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                'coelom', ც. მენაბდე, ინგლისურ-რუსულ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: მეცნიერება , 1983, გვ. 46

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                სითხით სავსე ღრუ, რომელიც წარმოიქმნება ტრიპობლასტური ცხოველების მეზოდერმის გაყოფის შედეგად. ის სხეულის კედლის კუნთებს გამოყოფს საჭმლის მომნელებელი ტრაქტისგან, რაც მათ დამოუკიდებლად მოძრაობის საშუალებას აძლევს, და უზრუნველყოფს სივრცეს შინაგანი ორგანოების გაზრდისათვის.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'coelom' (19.07.2026), A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020

                                                                                                                                                                                                დაკავშირებული სიტყვები

                                                                                                                                                                                                სულ ნაპოვნია 395 ტერმინი