Numididae - ციცრისებრნი
არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვიგანმარტება
ქათმისებრთა რიგის (Galliformes ord.) ფრინველთა ოჯახი Numididae fam. რუხი ან შავი ქათმის მსგავსი ფრინველებია, უმეტესობა თეთრლაქებიანი, აქვთ შეუბუმბლავი თავი, ზოგს – ხორკლები ან ქოჩორი; მომრგვალებული ფრთები, საშუალო სიგრძის კუდი და ძლიერი ფეხები. ბინადრობენ ტყეებსა და ბუჩქნარებში. იკვებებიან მწერებითა და თესლებით. გავრცელებული არიან აფრიკაში. ჩვეულებრივი ციცარი (Numida meleagris) ფართოდაა მოშინაურებული.