Laridae - თოლიისებრნი
არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვიგანმარტება
მეჭვავიასნაირთა რიგის (Charadriiformes ord.) ფრინველთა ოჯახი Laridae fam. პატარა და საშუალო ზომის ფრინველებია. უმეტესობა ნაცრისფერ-თეთრია, თუმცა ზოგიერთს შავი ფერი აქვს თავსა და ფრთებზე. ფრთები გრძელი და წაწვეტებულია, ბოლო კვადრატული ან ჩანგლისებური, ფეხები აპკებიანი. იკვებებიან თევზით, კიბოსნაირებით, მოლუსკებით, მწერებით და ლეშით. ბუდეს იკეთებენ მიწაზე, კლდეებზე ან ხეებზე. გავრცელებული არიან მსოფლიოს მასშტაბით.