Cracidae - კრაქსისებრნი
არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი'კრაქსისებრნი', მირ. კუტუბიძე, ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, გამომცემლობა „მეცნიერება“, თბილისი, 1973, გვ. 127
განმარტება
ქათმისნაირთა რიგის (Galliformes ord.) ფრინველთა ოჯახი Cracidae fam. შავი, შავ-თეთრი ან ყავისფერი, გრძელკუდიანი, ხოხბის მსგავსი ფრინველებია. აქვთ მოკლე ფრთები და დიდი ფეხები. ბევრს ქოჩორი და შიშველი კისერი აქვს. ძირითადად ხეებზე ბინადრობენ, იკვებებიან ხილითა და ფოთლებით. ბუდეებსაც ხეებზე იკეთებენ. გავრცელებული არიან სამხრეთ აშშ-ში, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში. ოჯახის მრავალი სახეობა საფრთხის ქვეშაა.