Eurylaimidae - რქანისკარტასებრნი
მრავლობითი არსებითი სახელი'რქანისკარტასებრნი', მირ. კუტუბიძე, ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია. თბილისი: მეცნიერება, 1973, გვ. 148
განმარტება
ბეღურასნაირთა რიგის (Passeriformes ord.) ფრინველთა ოჯახი Eurylaimidae fam. პატარა და საშუალო ზომის, კაშკაშა შეფერილობის ფრინველებია. აქვთ დიდი, ფართო, შებრტყელებული და მოკაუჭებული ნისკარტი. ბინადრობენ ღია, ტყიან ადგილებში, იკვებებიან მწერებით, ნაყოფით, თესლებითა და პატარა ხერხემლიანებით. გავრცელებული არიან აფრიკაში, სამხრეთ აზიაში, ინდონეზიასა და ფილიპინებზე.