adrenocortical - ადრენოკორტიკული
ზედსართავი სახელიგანმარტება
თირკმელზედა ჯირკვლის ქერქთან დაკავშირებული.
თირკმელზედა ჯირკვლის ქერქთან დაკავშირებული.
ცხიმოვანი მჟავა, რომელიც ორგანიზმში არ სინთეზირდება და გარედან / საკვებთან ერთად უნდა იქნეს მიღებული.
ორგანიზმში ბიოსინთეზის პროცესთა ერთობლიობა, რომელთა შედეგადაც მარტივი მოლეკულებისგან რთული მოლეკულები წარმოიქმნება და ენერგია აკუმულირდება.
ანაბოლიზმის მაგალითია ცილის სინთეზი ამინომჟავებიდან.
ნივთიერებათა ცვლისას რთული ნაერთების მარტივ ნივთიერებებად დაშლის პროცესი, რომლის დროსაც თავისუფლდება ბიოსინთეზისათვის აუცილებელი ენერგია.
კატაბოლიზმის მთავარი გზა უჯრედული სუნთქვაა, რომელშიც შაქარი გლუკოზა და სხვა ორგანული საწვავი ჟანგბადის თანაობისას ნახშირორჟანგად და წყლად იშლება (მეტაბოლურ გზებს შესაძლოა ერთზე მეტი საწყისი მოლეკულა და/ან პროდუქტი ჰქონდეს).
ჰორმონი, ნეიროგადამტანი ან მედიკამენტი, რომელიც რეცეპტორთან ურთიერთქმედებისას უჯრედის რეაქციას იწვევს.
აგონისტი წამალი ააქტიურებს ან ასტიმულირებს სამიზნე რეცეპტორებს, იწვევს პასუხს, რაც ზრდის ან ამცირებს უჯრედის აქტიურობას.