arrow
arrow down
checkbox search
                                                                                                                                                                                                • მიკრობიოლოგია

                                                                                                                                                                                                agar - აგარ-აგარი, აგარი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'agar' (24.09.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                'agar', ც. მენაბდე, ინგლისური-რუსულ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: მეცნიერება, 1983, გვ. 15
                                                                                                                                                                                                'agar' (24.09.2025), კემპბელი ნ., ბიოლოგია, 2007, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, ინგლისურ ქართული პარალელური კორპუსი
                                                                                                                                                                                                 

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ზოგიერთი ზღვის წყალმცენარეებისგან დამზადებული ლაბა / გელი, რომელიც ბაქტერიების, მიკრობების და სხვ. კულტურების დასათესად გამოიყენება.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'agar' (24.09.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                ფაქტობრივი კლონირების საფეხურზე ხდება ბაქტერიების მოთავსება მყარ საკვებ არეზე (აგარზე), რომელიც ამპიცილინსა და X-გალ-ას, ლაქტოზას მოლეკულურ ანალოგს შეიცავს.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                'agar' (24.09.2025), ნ. კემპბელი, ბიოლოგია, თავი XX. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2007, ინგლისურ ქართული პარალელური კორპუსი

                                                                                                                                                                                                culture medium - საკვები არე

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'culture medium' (28.09.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                'culture', ც. მენაბდე, ინგლისური-რუსულ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: მეცნიერება, 1983, გვ. 55
                                                                                                                                                                                                'საკვები არე', ი. ლაჩაშვილი, მოკლე ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: განათლება, 1977, გვ. 292

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                არე უჯრედების, ქსოვილებისა და მიკროორგანიზმების კულტივირებისათვის.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'culture medium' (28.09.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                როცა საკვებ არეში ადგილი აქვს ჰორმონალური ბალანსის მანიპულირებას, კოჟრს შეუძლია გამოიღოს ყლორტები და ფესვები სრულიად დიფერენცირებული უჯრედებით.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                'culture medium' (28.09.2025), ნ. კემპბელი, ჯ. რისი, ბიოლოგია, თავი XXXVIII. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2009, ინგლისურ ქართული პარალელური კორპუსი

                                                                                                                                                                                                ინგლისური სინონიმები

                                                                                                                                                                                                medium, growth medium

                                                                                                                                                                                                medium - საკვები არე

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი, (plural) აგრ. media
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                 'medium' (28.09.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                'საკვები არე', ი. ლაჩაშვილი, მოკლე ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: განათლება, 1977, გვ. 292

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                არე უჯრედების, ქსოვილებისა და მიკროორგანიზმების კულტივირებისათვის.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'culture medium' (28.09.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                მცენარეული სუბსტრატისაგან დამზადებული საკვები არე, რომელიც არ შეიცავს ხორცის, ღვიძლის ნახარშს, პეპტონს და სხვა ძვირად ღირებულ კომპონენტებს, ეკონომიკური თვალსაზრისით მეტად ღირებულია, მითუმეტეს ამ ნიადაგზე გაზრდილი ნებისმიერი ბაქტერიული კულტურა აგროვებს საკმარისი რაოდენობის ბიომასას, რომელიც არ ჩამოუვარდება ხორცის წვენზე დამზადებულ საკვებ არეებს.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                ნ. ზაზაშვილი, მცენარეული სუბსტრატისაგან დამზადებული საკვები არე აერობული და ანაერობული მიკროორგანიზმების კულტივირებისათვის. თბილისი: საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი, 2010, გვ. 9

                                                                                                                                                                                                ინგლისური სინონიმები

                                                                                                                                                                                                explantation - ექსპლანტაცია

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'explantation' (03.10.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ცოცხალი ორგანიზმიდან აღებული ქსოვილის კულტივირება სპეციალურ საკვებ არეში.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'explantation' (03.10.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                Gram staining - გრამის წესით შეღებვა

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'Gram staining' (10.10.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ბაქტერიების დიფერენცირებული შეღებვის მეთოდი, რომელიც ბაქტერიების სისტემატიკისა და დაავადებათა მიკრობიოლოგიური დიაგნოსტირებისათვის გამოიყენება; დანიელი ექიმის, ჰ. გრამის სახელის მიხედვით.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'Gram staining' (10.10.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                დაკავშირებული სიტყვები

                                                                                                                                                                                                სულ ნაპოვნია 14 ტერმინი