arrow
arrow down
checkbox search
                                                                                                                                                                                                • ამფიბიები

                                                                                                                                                                                                Amphiumidae - ამფიუმისებრნი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'Amphiumidae' (27.12.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                'ამფიუმისებრნი', ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. თბილისი: მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, ტ. 1, 1975, გვ. 415

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                კუდიანი ამფიბიების რიგის (Urodela / Caudata ord.) ოჯახი Amphiumidae fam. ცხოვრობენ წყალში. აქვთ წაგრძელებული სხეული. ცნობილია 1 გვარი (Amphiuma) და 3 სახეობა.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Classification in Caudata' (27.12.2025), D. B. Wake, Encyclopedia Britannica. Chicago: Encyclopaedia Britannica, Inc.

                                                                                                                                                                                                amplexus - ამპლექსუსი, შემოჭდობა

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'amplexus' (27.12.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ამფიბიების მდგომარეობა შეწყვილების პროცესში.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'amplexus' (27.12.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                Anura - უკუდო ამფიბიები

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'Anura' (09.01.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                'უკუდო ამფიბიები', თ. მუსხელიშვილი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. თბილისი: მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, ტ. 10, 1986, გვ. 132

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ხერხემლიანი ცხოველების რიგი Anura ord. syn. Salientia ord. აერთიანებს ბაყაყებს, გომბეშოებს და მათ ნათესავებს, რომლებსაც განვითარების დასრულების შემდეგ კუდი არ აქვთ.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Classification in frog and toad' (09.01.2026), G. R. Zug, Encyclopedia Britannica. Chicago: Encyclopaedia Britannica, Inc.

                                                                                                                                                                                                Gymnophiona - უფეხო ამფიბიები

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'Apoda' (09.01.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                'უფეხო ამფიბიები', თ. მუსხელიშვილი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. თბილისი: მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, ტ. 10, 1986, გვ. 190

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ხერხემლიანი ცხოველების რიგი Gymnophiona ord., syn. Apoda ord. აერთიანებს უფეხო, მიწის ქვეშ მცხოვრებ, ჭიის მსგავს ამფიბიებს, რომლებიც ტროპიკულ ოლქებში არიან გავრცელებული.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Gymnophiona' (09.01.2026), W. E. Duellman, Encyclopedia Britannica. Chicago: Encyclopaedia Britannica, Inc.

                                                                                                                                                                                                ინგლისური სინონიმები

                                                                                                                                                                                                Apoda, caecilians

                                                                                                                                                                                                axolotl - აქსოლოტლი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'axolotl' (09.01.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ზოგიერთი სალამანდრის ლარვა, რომელსაც ნეოტენია ანუ ლარვულ სტადიაზე გამრავლების უნარი ახასიათებს.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'axolotl' (09.01.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                სულ ნაპოვნია 77 ტერმინი