arrow
arrow down
checkbox search
                                                                                                                                                                                                • აუდიტი

                                                                                                                                                                                                analytical procedures - ანალიზური პროცედურები

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'analytical procedures' (13.04.2025), ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების ტერმინოლოგიური ლექსიკონი, ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ფინანსური ინფორმაციის შეფასება ფინანსურ და არაფინანსურ მონაცემებს შორის სავარაუდო თანაფარდობების ანალიზის მეშვეობით. 

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'ანალიზური პროცედურები' (13.04.2025), აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო, ტერმინების გლოსარი, ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, თბილისი, 2020, გვ. 19

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                ანალიზური პროცედურების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის გარდა, სუბიექტისა და მისი გარემოს შესახებ მოპოვებული სხვა ინფორმაციაც შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს თაღლითობით გამოწვეული არსებითი უზუსტობის რისკების გამოვლენის დროს.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო. ასს 240, აუდიტორის პასუხისმგებლობა ფინანსური ანგარიშგების აუდიტში თაღლითობასთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, თბილისი, 2020, გვ. 270

                                                                                                                                                                                                annual report - წლიური ანგარიში

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'annual report' (13.04.2025), ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების ტერმინოლოგიური ლექსიკონი, ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                დოკუმენტი, ან დოკუმენტების ნაკრები, რომელსაც, როგორც წესი, ყოველწლიურად ამზადებენ ხელმძღვანელობა ან მეთვალყურეობაზე პასუხისმგებელი პირები კანონმდებლობის შესაბამისად, ან ტრადიციისამებრ, რომლის მიზანია მესაკუთრეებს (ან ანალოგიურ დაინტერესებულ მხარეებს) მიაწოდონ ინფორმაცია, სუბიექტის ოპერაციების, ფინანსური შედეგებისა და ფინანსური მდგომარეობის შესახებ, რაც ასახულია ფინანსურ ანგარიშგებაში. 

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'წლიური ანგარიში' (13.04.2025), აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო, ტერმინების გლოსარი, ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, თბილისი, 2020, გვ. 62

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                წლიური ანგარიშები ამ აუდიტორულ ფირმებს აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ წარმოაჩინონ აუდიტის ხარისხის ამსახველი ძირითადი მაჩვენებლები და მათ გასაუმჯობესებლად გატარებული ზომები.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო. აუდიტის ხარისხის სტრუქტურული საფუძვლები: ძირითადი ელემენტები, რომლებიც გარემოს ქმნის აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფისთვის, ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, თბილისი, 2020, გვ. 18

                                                                                                                                                                                                anomaly - ანომალია

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'anomaly' (13.04.2025), ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების ტერმინოლოგიური ლექსიკონი, ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                უზუსტობა ან გადახრა, რომელიც აშკარად არ არის გენერალური ერთობლიობის უზუსტობების ან გადახრების რეპრეზენტაციული. 

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'ანომალია' (13.04.2025), აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო, ტერმინების გლოსარი, ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, თბილისი, 2020, გვ. 19

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                მაგალითად, სუბიექტი შეიძლება იყენებდეს ავტომატიზებულ მონიტორინგის საშუალებებს გარკვეულ ტექნოლოგიაზე წვდომისთვის და ხელმძღვანელობისთვის ქმნიდეს ავტომატიზებულ ანგარიშებს არაორდინალური/უჩვეულო საქმიანობის შესახებ, ხოლო ხელმძღვანელობა მანუალურად იკვლევდეს გამოვლენილ ანომალიებს.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო, ასს 315 (გადასინჯული 2019 წელს), არსებითი უზუსტობის რისკების გამოვლენა და შეფასება, ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, თბილისი, 2020, გვ. 1730

                                                                                                                                                                                                applicable financial reporting framework - ფინანსური ანგარიშგების წარდგენის სათანადო საფუძვლები

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'applicable financial reporting framework' (13.04.2025), ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების ტერმინოლოგიური ლექსიკონი, ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ხელმძღვანელობის და, სადაც შესაფერისია, მეთვალყურეობაზე პასუხისმგებელი პირების მიერ ფინანსური ანგარიშგების მოსამზადებლად გამოყენებული ფინანსური ანგარიშგების წარდგენის საფუძვლები, რომელიც მისაღებია სუბიექტის ხასიათისა და ფინანსური ანგარიშგების მომზადების მიზნის გათვალისწინებით, ან, რომლის გამოყენებაც მოითხოვება კანონმდებლობით. 

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'ფინანსური ანგარიშგების წარდგენის სათანადო საფუძვლები' (13.04.2025), აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო, ტერმინების გლოსარი, ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, თბილისი, 2020, გვ. 54

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                გარიგების პარტნიორმა და გარიგების გუნდის სხვა წამყვანმა წევრებმა უნდა იმსჯელონ, არსებითი უზუსტობის მიმართ სუბიექტის ფინანსური ანგარიშგების მგრძნობელობისა და ფინანსური ანგარიშგების წარდგენის სათანადო საფუძვლების გამოყენების შესახებ, მოცემული სუბიექტის ფაქტებისა და გარემოებების გათვალისწინებით.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო, ასს 315 (გადასინჯული), არსებითი უზუსტობის რისკების გამოვლენა და შეფასება სუბიექტისა და მისი გარემოს შესწავლის გზით, ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, თბილისი, 2020, გვ. 419

                                                                                                                                                                                                application controls in information technology - გამოყენებითი კონტროლი კომპიუტერულ საინფორმაციო სისტემებში, გამოყენებითი კონტროლის პროცედურები

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'application controls in information technology' (13.04.2025), ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების ტერმინოლოგიური ლექსიკონი, ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                მანუალური ან ავტომატიზებული პროცედურები, რომლებიც, როგორც წესი, მუშაობს ბიზნესპროცესების დონეზე.  

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'გამოყენებითი კონტროლი კომპიუტერულ საინფორმაციო სისტემებში' (13.04.2025), აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო, ტერმინების გლოსარი, ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, თბილისი, 2020, გვ. 24

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                გამოყენებითი კონტროლის პროცედურები წარმოადგენს მანუალურ ან ავტომატიზებულ პროცედურებს, რომლებიც, ჩვეულებრივ, ფუნქციონირებს ამა თუ იმ ბიზნესპროცესის დონეზე და ეხება ცალკეული გამოყენებითი პროგრამის მიერ ოპერაციების დამუშავებას. 

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო, ასს 315 (გადასინჯული), არსებითი უზუსტობის რისკების გამოვლენა და შეფასება სუბიექტისა და მისი გარემოს შესწავლის გზით, ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, თბილისი, 2020, გვ. 470
                                                                                                                                                                                                სულ ნაპოვნია 94 ტერმინი