morpholino - მორფოლინო
არსებითი სახელიგანმარტება
სინთეზური მოლეკულა / ოლიგონუკლეოტიდი, რომელიც გენის ფუნქციის შესაცვლელად გამოიყენება.
სინთეზური მოლეკულა / ოლიგონუკლეოტიდი, რომელიც გენის ფუნქციის შესაცვლელად გამოიყენება.
ევკარიოტული უჯრედის ქრომატინის მძივისებრი განმეორებადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც წარმოადგენს რვა ჰისტონური ცილის ირგვლივ გარშემოხვეულ დნმ-ის დაახლოებით 150-200 წყვილი ნუკლეოტიდის სიგრძის მონაკვეთს.
როცა ნუკლეოსომის ჰისტონის კუდები აცეტილირებულია, ხდება მათი დადებითი მუხტის განეიტრალება და ისინი მეზობელ ნუკლეოსომებს აღარ უკავშირდება.
რნმ-ის მოკლე თანმიმდევრობა, რომელიც დნმ-ის ბუნებრივი რეპლიკაციის მაინიცირებელია.
პრაიმერები შესაძლოა დნმ-ის ან რნმ-ისაგან (ნუკლეინის მჟავების სხვა კლასი) შედგებოდეს და უჯრედული დნმ-ის რეპლიკაციის მაინიციირებელი პრაიმერი არის რნმ-ის მოკლე უბანი თავისუფალი (ხელმისაწვდომი) 3’ ბოლოთი.
რნმ-პრაიმერის დნმ-ის ერთჯაჭვიან მოლეკულასთან შემაკავშირებელი ფერმენტი.
ოკაზაკის ფრაგმენტის სინთეზის დაწყება რომც შეიძლებოდეს საყალიბო ჯაჭვის სულ ბოლო ნაწილთან დაკავშირებული რნმ პრაიმერიდან, პრაიმერის მოშორების შემდეგ მისი შეცვლა დნმ-ით შეუძლებელი გახდება, რადგან არ არსებობს 3’ ბოლო, რომელსაც დნმ პოლიმერაზა დაამატებდა დნმ ნუკლეოტიდებს.
ტრანსკრიფციის ან ტრანსლაციის შეწყვეტა ცილა-რეპრესორის დნმ-ის ოპერატორთან ან მ-რნმ-ის სპეციფიკურ უბანთან ბმის შედეგად.
ევკარიოტებში რეპრესიის ყველაზე გავრცელებული მექანიზმი უნდა იყოს პროცესში ქრომატინის მოდიფიკაციის გამომწვევი ცილების ჩართვა.