calcar - დეზი
არსებითი სახელიგანმარტება
ღამურების უკანა კიდურის კოჭის მოგრძო ხრტილოვანი წანაზარდი, რომელზედაც ბარძაყთშორისი აპკია დამაგრებული.
ღამურების უკანა კიდურის კოჭის მოგრძო ხრტილოვანი წანაზარდი, რომელზედაც ბარძაყთშორისი აპკია დამაგრებული.
პრიმატების რიგის (Primates ord.) მაიმუნების ოჯახი Callitrichidae fam. გავრცელებული არიან სამხრეთ ამერიკის ტროპიკულ ტყეებში.
აქლემისებრთა ოჯახის (Camelidae fam.) წყვილჩლიქოსან ძუძუმწოვართა გვარი Camelus gen. მოიცავს სამ სახეობას: ერთკუზიანი აქლემი (Camelus dromedarius), ორკუზიანი აქლემი (Camelus bactrianus) და გარეული ორკუზიანი აქლემი (Camelus ferus).
წყვილჩლიქოსანთა რიგის (Artiodactyla ord.) ძუძუმწოვართა ოჯახი Camelidae fam. აერთიანებს აქლემებს და მათ ნათესავებს (ლამა, ჰუანაკო, ვიკუნია).
მტაცებლების რიგის (Carnivora ord.) ძუძუმწოვარ ცხოველთა ოჯახი Canidae fam. აერთიანებს ძაღლის ნათესავებს (მგლებს, ტურებს, მელებს).
ძაღლისებრთა ოჯახი უფრო კონსერვატიულია ევოლუციაში და ნაკლებად გამოკვეთილია მისი მორფოლოგიური თვისებები, ვიდრე კატისებრთა ოჯახში, მაგალითად ხმალკბილა ვეფხვში.