arrow
arrow down
checkbox search

                                                                                                                                                                                                genetic screening - გენეტიკური სკრინინგი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'genetic screening' (18.06.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                1. ინდივიდის გენეტიკური მასალის ანალიზი ამა თუ იმ ასაკობრივ, ეთნიკურ და ა.შ. ჯგუფში გავრცელებული დაავადების გამომწვევი გენის არსებობაზე;
                                                                                                                                                                                                2. ამა თუ იმ ნიშნით შერჩეულ ადამიანთა ჯგუფის გამოკვლევა გენეტიკური დეფექტების ან გენეტიკური დაავადებების მაღალი რისკის მქონე ინდივიდთა გამოვლენის მიზნით.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'genetic screening' (18.06.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                გენეტიკური სკრინინგი გამოიყენება იმისთვის, რომ შეფასდეს, აქვს თუ არა წყვილს თანდაყოლილი გენეტიკური პათოლოგიების მქონე ბავშვის არსებობის გაზრდილი რისკი.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:

                                                                                                                                                                                                genetic testing - გენეტიკური გამოკვლევა

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'genetic testing' (18.06.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ინდივიდის ან ემბრიონის გენეტიკური მასალის ანალიზი ამა თუ იმ მემკვიდრეობითი დაავადების გამომწვევი გენის არსებობაზე; ხშირად აგრეთვე ტარდება ნათესაური კავშირების დადგენის, ზოგადი გენეტიკური დეფექტების, მუტაციების, რისამე ნიჭის და ა.შ. გამოვლენის მიზნით.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'genetic testing' (18.06.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                პრეიმპლანტაციური გენეტიკური დიაგნოსტიკა (PGD) - არის მეთოდი, რომელიც საშუალებას იძლევა ემბრიონის გენეტიკური გამოკვლევის ჩატარებას ხელოვნური განაყოფიერების (IVF) პროცედურამდე.


                                                                                                                                                                                                 

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:

                                                                                                                                                                                                ინგლისური სინონიმები

                                                                                                                                                                                                genetic screening

                                                                                                                                                                                                genetic system - გენეტიკური სისტემა

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'genetic system' (18.06.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                გენეტიკური მასალის / მემკვიდრული ინფორმაციის გადაცემის მექანიზმები, დამახასიათებელი ამა თუ იმ სახეობისათვის.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'genetic system' (18.06.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                genetic variation - გენეტიკური ცვალებადობა

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'genetic variation' (18.06.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                'variation', ც. მენაბდე, ინგლისური-რუსულ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: მეცნიერება, 1983, გვ. 255

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                გენეტიკური ფაქტორებით განპირობებული მემკვიდრეობითი ცვალებადობა პოპულაციაში.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'genetic variation' (18.06.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                მეიოზის მსვლელობისას წარმოქმნილ გენეტიკურ ცვალებადობას განაყოფიერების შემთხვევითობაც ემატება.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                'genetic variation' (18.06.2025), ნ. კემპბელი, ბიოლოგია, თავი XIII. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა,  2009, ინგლისურ ქართული პარალელური კორპუსი

                                                                                                                                                                                                genic balance - გენური ბალანსი, გენების ბალანსი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'genic balance' (18.06.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                სქესის განსაზღვრის მექანიზმი, რომლის მიხედვითაც ინდივიდის სქესი დამოკიდებულია X-ქრომოსომების რაოდენობის შეფარდებაზე ავტოსომების კომპლექტების რაოდენობასთან.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'genic balance' (18.06.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                სულ დამატებულია 3772 ტერმინი