genetic stability - გენეტიკური სტაბილურობა
არსებითი სახელი'გენეტიკური სტაბილურობა', ი. ლაჩაშვილი, მოკლე ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: განათლება, 1977, გვ. 72
განმარტება
გარემოსთან კარგად შეგუებული ინდივიდების ან ინდივიდთა ჯგუფის უნარი, წარმოშვას თავისნაირივე გენეტიკური აღნაგობის შთამომავლობა.
კონტექსტი
ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა, სამეცნიერო-საწარმოო ცენტრის "უვაფერმის" (ავსტრია) თანამშრომლებმა, შეისწავლეს აღნიშნული შტამის გენეტიკური სტაბილურობა და შეიმუშავეს საფუვრის გამოშრობის ისეთი მეთოდიკა, რომელიც შრობის შემდეგ საფუვრის წმინდა კულტურას უნარჩუნებს აქტიურობას და მისთვის დამახასიათებელ ყველა თვისებას.